Esports World Cup-ის ორგანიზატორმა Esports World Cup Foundation-მა გამოაცხადა მრავალწლიანი პარტნიორობა ონლაინ ჭადრაკის პლატფორმა Chess.com-თან.
ამის შედეგად შედეგად, ჭადრაკი 2025 წლის Esports World Cup-ის სათამაშო პროგრამაში შევა და მას ექნება დიდი ტურნირი $1.5 მილიონიანი საპრიზო ფონდი. მოჭადრაკეები ივენთზე კვალიფიკაციას Champions Chess Tour-ის (CCT) საშუალებით გაივლიან.
გარდა ამისა, ცნობილი დიდოსტატი მაგნუს კარლსენი ივენთის ამბასადორი გახდა EWC-ის ფარგლებში.
ჭადრაკი, განსაკუთრებით მისი ციფრული ვერსია, რომელიც პოპულარული გახდა Chess.com-ის მსგავსი პლატფორმების საშუალებით, იქნება პირველი ახალი ტურნირი, რომელიც 2025 წლის Esports World Cup-ს დაემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ჭადრაკი ტრადიციული კიბერსპორტული თამაში არ არის, მისი პოპულარობა იზრდება, როგორც “კლასიკური” კიბერსპორტული თამაშების საინტერესო ალტერნატივა. ჭადრაკის ტურნირები რეგულარულად ისტრიმება ონლაინში და ათასობით მაყურებელს იზიდავს.
2025 წლის Esports World Cup-ისთვის კვალიფიკაცია შესაძლებელი იქნება Champions Chess Tour-ის საშუალებით, რომელსაც Chess.com ატარებს. 2025 წელს გაიმართება ორი CCT-ის ღონისძიება, რომელთა საუკეთესო 12 მოთამაშე მიიღებს მიწვევას. ასევე ჩატარდება “ბოლო შანსის კვალიფიკაცია” ერ-რიადში, რომელიც ღია იქნება როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე მოყვარულთათვის.
მაგნის კარლსენი, ჭადრაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროფესიონალი მოთამაშე, დაეხმარება ტურნირის პოპულარიზაციას. მან აღნიშნა, რომ EWC-ი არის “შესანიშნავი შესაძლებლობა ჭადრაკი უფრო ფართო კიბერსპორტულ აუდიტორიას გააცნოს.”
ეს ინიციატივა ხაზს უსვამს EWC-ის მიზანს, მოიცვას სპორტისა და კიბერსპორტის სხვადასხვა სახეობა და გააფართოოს მისი გავლენა გლობალურ აუდიტორიაზე.