Esports World Cup-ის საპრიზო ფონდი $60 მილიონს აჭარბებს

Esports World Cup-ს, მომავალ მულტითამაშიან ივენთს რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება, ჯამური $60-მილიონიანი საპრიზო ფონდი ექნება.

Esports World Cup Foundation-მა განაცხადა რომ საპრიზო ფონდი ოთხ სეგმენტად იქნება დაყოფილი: საკლუბო ჩემპიონატი ($20 მილ), თამაშების ჩემპიონატები ($30+ მილ), საკვალიფიკაციოები ($7.6 მილ), და MVP ჯილდოები ($1.1 მილ).

ჯამური საპრიზო ფონდი იქნება ყველაზე დიდი კიბერპორტულ ივენთებზე გათამაშებულთა შორის, და იქნება $15 მილიონით მეტი ვიდრე დღევანდელი რეკორდსმენი Gamers8-ი. Esports World Cup-ი ჩაანაცვლებს Gamers8-ს როგორც საუდის არაბეთის მთავარ კიბერსპორტულ ივენთს და წლის ბოლოს, რვა კვირის განმავლობაში გაიმართება.

ფრიად საინტერესოა საპრიზო ფონდის განაწილება. საკლუბო ჩემპიონატის ფორმატის მიხედვით მთელი მსოფლიოდან თავმოყრილი კიბერსპორტული ორგანიზაციები ერთმანეთს თამაშების გარკვეულ რაოდენობაში $20 მილიონიანი საპრიზო ფონდის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან. ყველა თამაშის რეზულტატების თანახმად ყველაზე წარმატებული ორგანიზაცია ყველაზე დიდ წილს მიიღებს.

თანხის უდიდესი ნაწილი თამაშების ჩემპიონატებისთვისაა გათვალისწინებული. Ამ ტურნირების სიაში შედის Dota 2-ის Riyadh Masters-ი, და მრავალი სხვა დამოუკიდებელი ტურნირი 19 თამაშში. Მათ შორისაა League of Legends, Counter-Strike, Rocket League, PUBG, Rainbow Six, Fortnite, MLBB, და ბევრი სხვა. Esports World Cup Foundation აცხადებს რომ ამ კატეგორიის ჯამურმა საპრიზო ფონდმა შეიძლება $30 მილიონსაც კი გადააჭარბოს.

დარჩენილი საპრიზო ფონდი გადანაწილდება ივენთზე კვალიფიცირებულ ორგანიზაციებსა და გამორჩეულ მოთამაშეებზე რომლებიც ტურნირის მანძილზე თავს გამოიჩენენ. მათთვის $7 და $1.1 მილიონია გამოყოფილი.

Რალფ რაიჰარტი, Esports World Cup Foundation-ის გენერალური დირექტორი აკომენტარებს: “ყველაზე დიდი საპრიზო ფონდის რეკორდის დამყარება არის არაჩვეულებრივი მიღწევა, მაგრამ ყველაფერზე მეტად მე იმის მეამაყება, თუ რა პოზიტიურ მესიჯს ვუგზავნით ამით ფართო კიბერსპორტის და გეიმინგის საზოგადოებას.

“$60 მილიონზე დიდ საპრიზო ფონდი არის ჩვენი კიბერსპორტის მომავალში ინვესტირების დასტური. ეს არის ჩვენი ვალდებულება კიბერსპორტის ფანებისადმი, რომლებიც იმსახურებენ არაჩვეულებრივ ივენთებს. ამასთანავე, ეს არის ჩვენი მისიის გაგრძელება – ჩვენ გვინდა შევქმნათ უფრო მეტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა კიბერსპორტში, და შევთავაზოთ კიბერსპორტსმენებს საპრიზო ფონდები, რომლებსაც ცხოვრების შეცვლა შეუძლიათ.”

Საუდის არაბეთის მთავრობის ხელშეწყობით ორგანიზირებული Esports World Cup-ი ერთ-ერთია იმ ინიციატივთა შორის რომლებიც ქვეყნის გეიმინგის და კივერსპორტის სამყაროსი წვდომას აფართოებს. Ამ თვეში ESL FACEIT Group-მა ხუთწლიან თანამშრომლობაზე მოაწერა ხელი საუდის არაბეთის მეგაპროექტ Qiddiya City-თან. ასევე არაბეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული კომპანია Savvy Games Group ფლობს ESL FACEIT Group 2022-ი წლიდან, კომპანიების შერწყმის შემდეგ.

LATEST NEWS