მანჩესტერ სიტიმ და Gen.G-მ League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის წინ თანამშრომლობა გააფართოვეს

წყარო: Man City / Gen G

ინგლისურმა საფეხბურთო კლუბმა მანჩესტერ სიტიმ გააფართოვა თანამშრომლობა საერთაშორისო კიბერსპორტულ ორგანიზაცია Gen.G-სთან.

ამის შედეგად, კლუბი და ორგანიზაცია გააერთიანებენ ძალისხმევას სხვადასხვა აქტივაციების განხორციელებაში League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომლის ფინალიც ამ წლის ბოლოს ლონდონში გაიმართება.

პრეს რელიზის მიხედვით, მანჩესტერ სიტი და Gen.G წამოიწყებენ “მრავალმხრივ მარკეტინგულ აქტივაციებს“ გულშემატკივართა ჩართულობის გასაზრდელად კიბერსპორტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ივენთში. ამ აქტივობებს შორისაა მოკლე ვიდეოები მასში ორგანიზაციის მონაწილეობის პრომოუშენის მიზნით.

ერთ-ერთი აქტივაცია მოიცავს Gen.G Academy Series-ს, რომელსაც წარადგენს Gen City. ეს იქნება League of Legends-ისა და EA FC-ის გაკვეთილები კორეელი ფანებისთვის. თანამშრომლობა ასევე მოიცავს League of Legends-ის სამოყვარულო ტურნირს კორეაში და აგვისტოში დაგეგმილ “Gen City-ს დღეს“ სეულის League of Legends Park-ში.

ეს გაფართოება არის ლოგიკური ნაბიჯი მანჩესტერ სიტისა და Gen.G-ს თანამრომლობის შემდგომ 2023 წლის აზიის წინასასეზონო ტურის დროს. წინა ღონისძიებებში, რომელიც ჩატარდა სეულში, Afreeca TV-ს სტუდიაში Lotte-ს მოლში, FIFA Online-ის მატჩებში მონაწილეობა მიიღეს ყოფილმა მოთამაშეებმა ჯოლეონ ლესკოტმა და შონ რაიტ-ფილიფსმა, და ასევე მანჩესტერ სიტის კიბერსპორტული გუნდის წევრებმა.

მანჩესტერ სიტი აგრძელებს კიბერსპორტისა და თამაშების ინდუსტრიებში ჩართულობის გაფართოებას. 2024 წლის ივნისში კლუბმა გახსნა სათამაშო ობიექტი ეთიჰად სტადიონზე. ივლისში კლუბმა გამოუშვა თემატური რუკა Fortnite Creative-ში. მანჩესტერ სიტი წარსულში FaZe Clan-თანაც პარტნიორობდა – 2022 წელს მათ ერთად ჩაატარეს “პოპ-აპ” ღონისძიება ეთიჰად სტადიონზე .

2024 ასევე იყო Gen.G-ს გაფართოების წელი. ივლისში ორგანიზაცია შეუერთდა Saudi Telecom Company-ს(stc) კიბერსპორტის სერტიფიკაციის კურსების გასაშვებად, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება Esports World Cup-ზე ერ-რიადში. ასევე, წელს Gen.G-მ გამოუშვა ბრენდირებული ღვინო, შეიძინა მონაცემთა ანალიტიკის პლატფორმა YOUR.GG და გახსნა ახალი შენობა სეულში.

მანჩესტერ სიტის კიბერსპორტის, თამაშების და მეტასამყაროს ხელმძღვანელმა, კრისტოფერ ლუისმა აღნიშნა: “ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაფართოვებთ ჩვენს თანამშრომლობას Gen.G-სთან, მსოფლიო კიბერსპორტის ერთ-ერთ ლიდერთან.

ეს თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას გავაუმჯობესოთ ჩვენი ჩართულობა გეიმინგ ქომიუნითიში, და ასევე ახალი და საინტერესო გზებით მივაწვდინოთ ჩვენი ხმა გლობალურ ფანბაზას“.

LATEST NEWS