ESL FACEIT Group-მა და Esports World Cup-მა მრავალწლიანი გარიგება გააფორმეს

წყარო: ESL FACEIT Group, Esports World Cup

კიბერსპორტულმა კომპანიამ და ტურნირების ორგანიზატორმა ESL FACEIT Group-მა გამოაცხადა Esports World Cup-თან მრავალწლიანი გარიგების შესახებ, რომელიც არის Esports World Cup Foundation-ის მიერ ორგანიზებული მრავალთამაშიანი კიბერსპორტული ივენთი.

ახალი პარტნიორობის ფარგლებში, ESL FACEIT Group-ი გახდება Esports World Cup-ის ოფიციალური საოპერაციო პარტნიორი.

როგორც Esports World Cup-ის საოპერაციო პარტნიორი, ESL FACEIT Group პასუხისმგებელი იქნება ტურნირების გამართვაზე და სტრიმებზე. პრეს რელიზის მიხედვით, კომპანია უკვე თანამშრომლობს წელს მიმდინარე ივენთთან და აწვდის თავის ექსპერტიზასა და გამოცდილებას ისეთი პლატფორმის შექმნაში, რომელიც “აერთიანებს მსოფლიოს საუკეთესო თამაშებს, მოთამაშეებს და კლუბებს.”

ერ-რიადში მიმდინარე სადებიუტო Esports World Cup-ის ოპერაციებში დახმარებასთან ერთად, ESL FACEIT Group-მა უმასპინძლა გლობალურ კვალიფიკაციებს, რათა ზოგიერთ თამაშში მონაწილე გუნდები შეერჩია. გარდა ამისა, კომპანია აგრძელებს EWC-ზე არსებული თამაშების ინტეგრაციას საკუთარ ESL და DreamHack ივენთებში, და ასევე FACEIT-ის პლატფორმაზე.

Esports World Cup-ი, რომელიც ტარდება საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, არის მასშტაბური კიბერსპორტული ივენთი, რომელიც მოიცავს 22 ტურნირს და საერთო ჯამში $60 მილიონიან საპრიზო ფონდს ათამაშებს. მიმდინარე ივენთი 25 აგვისტოს დასრულდება.

თუმცა, ღონისძიებამ გამოიწვია კრიტიკა კიბერსპორტული საზოგადოების მხრიდან საუდის არაბეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. ივენთის ორგანიზატორი, Esports World Cup Foundation-ი, ფინანსდება საუდის არაბეთის მთავრობის მიერ. გარდა ამისა, ESL FACEIT Group-ის მფლობელი კომპანია არის Savvy Games Group-ი, რომელიც 2021 წელს დაარსდა საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის (PIF) მიერ.

ESL FACEIT Group-ისთვის Esports World Cup-თან პარტნიორობა არის კომპანიის გაფართოების გაგრძელება ახლო აღმოსავლეთში. ივნისში კომპანიამ გახსნა ტრანსლაციების ჰაბი ერ-რიადში, ხოლო აპრილში მან გააფორმა ხუთწლიანი გარიგება საუდის არაბეთის გასართობ მეგაპროექტ Qiddiya City-თან.

ESL FACEIT Group-ის თანადამფუძნებელმა, კრეგ ლევინმა, აღნიშნა: “Esports World Cup არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ახალი გლობალური კიბერსპორტული ღონისძიება, რომელიც ოდესმე ჩატარებულა.

ეს არის ისტორიული ნაბიჯი კიბერსპორტის გლობალური ზრდისთვის და შედეგები მეტყველებს ორივე გუნდის თანამშრომლობისა და დაინტერესბულ პირებთან ურთიერთობის წარმატებაზე, და აგრეთვე იმის ცოდნაზე, თუ როგორ რეზონირებენ გეიმერები კიბერსპორთან.“

LATEST NEWS