კიბერსპორტულმა კომპანიამ და ტურნირების ორგანიზატორმა ESL FACEIT Group-მა პარტნიორობა დაამყარა სათამაშო აქსესუარების მწარმოებელ Logitech-თან.
გარიგების შედეგად, მწარმოებლის Logitech G PRO Series ბრენდი გახდება ESL Pro Tour-ის და ESL Impact-ის Counter-Strike სერიებისთვის აქსესუარების ოფიციალური პროვაიდერი.
ESL FACEIT Group-ისა და Logitech-ის პარტნიორობა დაიწყება IEM Masters-ის ივენთზე, რომელიც 7 აგვისტოს კიოლნში გაიმართება. ღონისძიების დროს, Logitech G PRO Series აღჭურვილობა ნაჩვენები იქნება ტურნირში მონაწილე ზოგიერთი მოთამაშის მიერ. გარდა ამისა, პარტნიორობა მოიცავს Logitech-ის ინტეგრაციას მოთამაშეების ლაუნჯ სივრცეებში, რათა მათ ჰქონდეთ მაღალი ხარისხის აქსესუარებთან წვდომა ვარჯიშისას.
ყველა IEM ტურნირისა და ESL Impact-ის შეჯიბრების გარდა, პარტნიორობა მოიცავს ESL Pro League-ის მე-20 სეზონს და ESL Challenger League-ს, რომელიც წელს 48-ე სეზონს იწყებს.
Logitech აგრძელებს თავისი პოზიციის გამყარებას, როგორც ერთ-ერთი უდიდესი სათამაშო აპარატურის მწარმოებელი მსოფლიოში. ივლისში კომპანიამ გამოუშვა G309 Lightspeed სათამაშო მაუსი და საუდის არებეთის დედაქალაქ ერ-რიადში მიმდინარე Esports World Cup-თან გააფორმა პარტნიორობა.
ESL FACEIT Group-ისთვის Logitech-თან პარტნიორობა არის კომპანიის პორტფელის გაფართოების კიდევ ერთი მაგალითი. აპრილში კომპანიამ ხუთწლიანი გარიგება დადო საუდის არაბეთის გასართობ მეგაპროექტ Qiddiya City-სთან, ხოლო მაისში ის შეუერთდა პოპ სიახლეებს პუბლიკაციას Rolling Stone-ს ახალი გაიმინგ პლატფორმის შესაქმნელად.
ESL FACEIT Group-ის Counter-Strike-ის ეკოსისტემების დირექტორმა, მარკ ვინთერმა, გარიგებაზე აღნიშნა: “ჩვენ მოხარული ვართ, რომ Logitech G PRO Series-თან ვპარტნიორობთ, და ეს კომპანია არის ESL Pro Tour-ისა და ESL Impactის სერიების აქსესუარების ოფიციალური პროვაიდერ.
უმაღლეს კონკურენციის დონეზე პერიფერიული მოწყობილობების და აქსესუარების შესაძლებლობები შეიძლება იყოს გადამწყვეტი რაუნდის მოგებასა და მარცხს შორის. Logitech G-ს კარგად ესმის მოთამაშეების და პროფესიონალების უნიკალური საჭიროებები და ჩვენ ვიზიარებთ ერთობლივ ვალდებულებას ავამაღლოთ აქსესუარების შესაძლებლობების ზღვარი თამაშის უმაღლეს დონეზე“.