დეველოპერმა Riot Games-მა განაცხადა, რომ 2025 წლის League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატი ჩინეთში ჩატარდება.
ეს ინფორმაცია დაანონსდა კომპანია Riot Games-ისა და სმარტფონების მწარმოებელ OPPO-ს პარტნიორობის გაგრძელებასთან ერთად.
2025 წლის Worlds-ი იქნება League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ივენთი ჩინეთში. 2017 წლის ტურნირი ოთხ ქალაქში ჩატარდა: უხანში, გუანჯოუში, შანხაიში და პეკინში, მისი ფინალი კი პეკინის ეროვნულ სტადიონზე, ეგრედ წოდებულ “ჩიტის ბუდეში” გაიმართა. 2020 წელს, COVID-19 პანდემიის დროს, ჩემპიონატმა შედარებით მცირე მასშტაბით შანხაიში ჩაიარა.
League of Legends-ის მეორე უმსხვილესი ყოველწლიური ღონისძიება, Mid-Season Invitational (MSI), ასევე ჩინეთში, ქალაქ ჩენდუში გაიმართა 2024 წლის დასაწყისში.
Worlds 2025-ის მასპინძელი ქალაქები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უცნაურია, რომ აღნიშნული განცხადება გაკეთდა OPPO-სა და Riot Games-ის პარტნიორობის გაგრძელების შესახებ დეტალური სტატიის ფარგლებში. ეს პარტნიორობა OPPO-ს საშუალებას მისცემს რომ კვლავ დარჩეს League of Legends-ის გლობალური პარტნიორი კიბერსპორტში.
პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთში 2025 წლის League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა ცნობილი გახდა ჩენდუში გამართულ OPPO Find X8 სერიის სმარტფონების პრეზენტაციის დროს. ამავე ღონისძიებაზე გამოცხადდა OPPO-სა და Riot Games-ის პარტნიორობის გაგრძელება.
2019 წელს დაწყებული თანამშრომლობა OPPO-ს საშუალებას აძლევს კვლავ იყოს League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის და MSI MVP-ის ჯილდოების გლობალური სპონსორი.
2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ამჟამად ევროპაში მიმდინარეობს. ნახევარფინალები პარიზში, ხოლო დიდი ფინალი ლონდონის O2 არენაზე გაიმართება. ამ წლის ოფიციალურ ჰიმნს, სახელწოდებით Heavy is the Crown, ამერიკული როკ ჯგუფი Linkin Park ასრულებს და მოსალოდნელია, რომ ისინი ამ სიმღერას ლონდონის ფინალზეც შეასრულებენ.