სიმ-რეისინგის კომპანია Veloce Esports-მა გამოაცხადა მასშტაბური პარტნიორობა ამერიკულ სიმ-რეისინგის აპარატურის ბრენდ Thrustmaster-თან.
Thrustmaster-ი გახდება Veloce Esports-ის ოფიციალური პარტნიორი და უზრუნველყოფს Veloce-ს მძღოლებს აღჭურვილობით.
Thrustmaster-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმ-რეისინგის აპარატურის ბრენდია. ის აწარმოებს მრავალფეროვან პროდუქტებს, როგორიცაა საჭეები და ბაზები, პედლები, გადამრთველები და გეიმპადები. ბრენდი ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა სიმ-რეისინგის ივენთებსა და კომპანიებთან, როგორიცაა FIA Rally Star-ი, 24 Hours of Le Mans Virtual-ი, Ferrari Esports-ი და სხვები.
პარტნიორობის ფარგლებში, Thrustmaster-ი Veloce Esports-ს მიაწვდის თავის აპარატურას და ასევე იმუშავებს აქტივაციებზე, პროდუქციის მიმოხილვებზე, YouTube კონტენტსა და ქომინუნითი ივენთებზე. Thrustmaster-ის აღჭურვილობა გამოყენებული იქნება შეჯიბრებებში, კონტენტ სერიებში და Veloce-ს აქტივაციებში.
Veloce-Thrustmaster-ის ელჩებად დასახელდნენ El Rey Guiri (დავიდ კასტილია), Tiametmarduk-ი (ბენჯამინ დეილი) და Aarava (არავ ამინი).
ამ ორ კომპანიას შორის პარტნიორობა ასევე გამოყენებული იქნება Thrustmaster-ის ახალ საჭის მოდელის, T598-ის პოპულარიზაციისთვის. ერიკ მინჯიმბამ, Thrustmaster-ის ინფლუენსერთა, ივენთების და კიბერსპორტის მენეჯერმა, აღნიშნა, რომ ეს პარტნიორობა სრულად გამოიყენებს კომპანიის 30-წლიან გამოცდილებას სათამაშო სივრცეში.