Los Ratones-ი ოფიციალურად შეუერთდა NLC ლიგას, Arozzi კი ლიგის სპონსორი გახდა

წყარო: NLC

NLC-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოპულარული სტრიმერის, მარკ რობერტ “Caedrel” ლამონტის მიერ დაარსებული გუნდი Los Ratones-ი შეუერთდება ლიგას 2025 წელს.

ამასთან ერთად, League of Legends-ის დიდი ბრიტანეთისა და სკანდინავიის EMEA რეგიონალურმა ლიგამ (ERL) პარტნიორობა დაამყარა შვედურ სავარძლების მწარმოებელ კომპანია Arozzi-თან.

Los Ratones-ი, რომელიც 2024 წლის ნოემბერში შეიქმნა, მოიცავს ცნობილ მოთამაშეებსა და სტრიმერებს, მათ შორის ტიმ “Nemesis” ლიპოვშეკს, კარლ მარტინ ერიკ “Rekkles” ლარსონს და სიმონ “Thebausffs” ჰოფვერბერგს.

დაარსების შემდეგ, გუნდის შესაძლო მიმართულებაზე მრავალი სპეკულაცია იყო ინტერნეტში. ახლა NLC-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ Los Ratones-ი ლიგის 2025 წლის სეზონში მიიღებს მონაწილეობას. განახლებული NLC-ის ეკოსისტემა დაიწყება 15 იანვარს.

ამასთან ერთად Arozzi დასახელდა NLC-ის 2025 წლის მთავარ სპონსორად. პარტნიორობა ძირითადად ფოკუსირებული იქნება Arozzi-ის სათამაშო სავარძლის პოპულარიზაციაზე. NLC-სა და Arozzi-ს შორის მარკეტინგული აქტივაციების დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Arozzi კიბერსპორტში შემოდის. 2024 წელს კომპანია პარტნიორობდა ბრიტანულ კიბერსპორტულ ორგანიზაცია Method-თან World of Warcraft-ის Race to World First ღონისძიებისას.

LATEST NEWS