League of Legends-ის კიბერსპოტული სცენის პოპულარულმა წარმომადგენლებმა მარკ რობერტ “Caedrel“ ლამონტმა და ეფიე Sjokz“ დეპორტერემ გამოაცხადეს The League Awards-ი, ახალი დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ფოკუსირებულია League of Legends-ის კიბერსპოტზე.
მათ მიერ გამოქვეყნებული სოციალური მედიის პოსტების მიხედვით, The League Awards-ის მიზანია “აღნიშნოს ყველას მიღწევები League of Legends-ის პროფესიონალურ სცენაზე“. ლამონტმა ასევე დასძინა, რომ ისინი გრძნობდნენ, რომ დიდი დაჯილდოების ცერემონია არის ზუსტად ის, რაც ამ სცენას აკლია.
როგორც ჩანს, მომზადება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, და დეპორტერემ საკუთარ პოსტში განმარტა, რომ ბევრი დეტალი ჯერ კიდევ დასადასტურებელია. ამის მიუხედავად, დუეტი “აღფრთოვანებულია” დაჯილდოების ცერემონიის პერსპექტივით.
Caedrel-ი არის ყოფილი პროფესიონალი მოთამაშე LEC-ის გუნდებისთვის, მათ შორის Excel Esports-ი და H2k. მისი პოპულარულობა მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც ის გახდა თამაშის კომენტატორების გუნდის წევრი. მისი საკუთარი სტრიმის ზრდამ კომენტატორობის დატოვება გადააწყვეტინა, და ახლა ის ბევრი ლიგის კო-სტრიმინგს აკეთებს თავის არხზე. იგი ასევე წარმოადგენს Fnatic-ს როგოც სტრიმერი და კონტენტის შემქმნელი.
Sjokz-ი არის კიბერსპორტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნება. იგი წლებია მუშაობს League of Legends-ის პრო სცენაზე როგორც ჰოსტი, და დიდი ხანია გახდა მისი განუყოფელი ნაწილი. დეპორტერე ბოლო წლებში ასევე გახდა პოპულარული Counter-Strike-ის პრო-სცენაზე.
ორივე ფიგურას წარმოადგენს კიბერსპორტული და გეიმინგ სააგენტო DotX Talent, რომლის ოპერაციულმა დირექტორმა მიცოუკო ანდერსონმა თქვა, რომ “დიდი სიყვარული და ვნებაა“ ჩადებულა ღონისძიების დაგეგმვაში.
ახალი დაჯილდოების ცერემონიის ანონსი მოხდა იმ დროს, როდესაც კიბერსპორტში ამ ტიპის ყველაზე დიდი ღონისძიება, Esports Awards, მრისხანე კრიტიკის ქვეშ მოექცა მისი Esports World Cup-თან გარიგების გამო, რომლის მიხედვითაც მომდევნო სამი შოუ საუდის არაბეთის ქალაქ რიადში გაიმართება. ამის გამო მრავალმა ჟიურის წევრმა დატოვა პანელი.