Call of Duty-ს ტურნირები Esports World Cup-ს დაემატა

წყარო: Esports World Cup Foundation

Esports World Cup-მა, Esports World Cup Foundation-ის მიერ ორგანიზებულმა ფართომასშტაბიანმა კიბერსპორტულმა ივენთმა გამოაცხადა ორი თამაშის დამატების შესახებ. ისინია Call of Duty Modern Warfare 3 და Call of Duty Warzone.

ამ ორი ტაიტლის დამატების შედეგად EWC-ზე თამაშების რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. Warzone-ის ტურნირის საპრიზო ფონდი $1 მლნ-ს შეადგენს, ხოლო MW3-ის $1,8 მლნ-ს.

Esports World Cup-ი მალე დაიწყება საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. ეს ივენთი კიბერსპორტის ისტორიაში უდიდესი გახდება, და ჩაანაცვლებს Gamers8-ს როგორც ქვეყნის მთავარ კიბერსპორტულ ღონისძიებას. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი $60 მლნ-ს აჭარბებს, ხოლო ივენთი თითქმის ორ თვეს გასტანს.

ორგანიზატორების თქმით, ეს ორი Call of Duty გახდა Esports World Cup-ის ბოლო დამატება, და ტურნირების საერთო რაოდენობა 22-ს გაუტოლდა. ივენთი მოიცავს დღესდღეისობით თითქმის ყველა პოპულარულ კიბერსპორტულ სახეობას, Dota 2 და League of Legends-ით დაწყებული და Counter-Strike, Mobile Legends: Bang Bang, Apex Legends, Fortnite, PUBG, Rocket League-ით დამთავრებული.

Warzone-ის ტყურნირში მონაწილეობას 21 გუნდი მიიღებს, ხოლო MW3-ში მხოლოდ 16. როგორც სხვა თამაშებში, მათი რეზულტატები გუნდებს Esports World Cup Club Championship-ის ქულებს მოუტანს. მისი საპრიზო ფონდი $20 მლნ-ს შეადგენს და თამაშების ცალკეულ საპრიზოებს დაემატება.

ეს ღონისჭიება დიდი კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა – ინდუსტრიის წევრები მას კიბერსპორტის მეშვეობით ქვექნის იმიჯის გაუმჯობესების მცდელობაში ადანაშაულებენ, და ამ მოვლენას esportswashing-ს უწოდებენ. კრიტიკის ქვეშ ასევე ქვეყნის ანტი-ლგბტქ+ მიდგომა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები ექცევა. Esports Awards-მა, მსოფლიოს მოწინავე კიბერსპორტულმა დაჯილდოებამ, ცოტა ხნის წინ Esports World Cup-თან პარტნიორობას მოაწერა ხელი, რამაც ზოგიერთ ჟიურის წევრს, მაგალითად სილვიუ სტროიეს, პოზიციის დატოვება აიძულა.

LATEST NEWS