BLAST Premier-ი 2025 წელს Counter-Strike 2-ის ტურნირების სერიას განაახლებს

წყარო: BLAST

კიბერსპორტული ტურნირების ორგანიზატორმა BLAST-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია Counter-Strike 2 ტურნირების სერიის განახლების შესახებ, მას შემდეგ რაც Valve-მა გადაწყვიტა უფრო ღია Counter-Strike-ის ეკოსისტემის დანერგვა.

გეგმა მოიცავს განახლებულ BLAST Premier-ის ფორმატს, რომელშიც დამოუკიდებელი ტურნირებინ შედის, რაც კომპანიის თქმით, გამოიწვევს ტრანსლაციებზე მეტი დროის გატარებას და მის ღონისძიებებში მეტი გუნდის მონაწილეობას.

BLAST Premier-ის ფორმატში ცვლილებები მოჰყვა თამაშის დეველოპერ Valve-ის შარშანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ ის ხურავსფრენჩაიზინგის სტილის ლიგებს Counter-Strike-ში 2025 წლიდან უფრო ღია ეკოსისტემის დასანერგად.

BLAST Premier-ი ამჟამად “პარტნიორი გუნდების” სტრუქტურით ფუნქციონირებს, სადაც 16 მუდმივი გუნდი, რომლებმაც იყიდეს ლიგაში ადგილი, იღებს გარანტირებულ მოწვევას. რამოდენიმე დარჩენილი სლოტი კი არაპარტნიორი გუნდებისთვის არის განკუთვნილი და მათი მონაწილეობა საკვალიფიკაციო ეტაპის საშუალებით წყდება.

BLAST-ის ახალი გეგმის მიხედვით სრულიად შეიცვლება BLAST Premier-ი, და იქნება შედგენილი ექვსი დამოუკიდებელი ტურნირისგან, რომელიც ორ სეზონად დაიყოფა. BLAST Premier 2025 სეზონში ტურნირები ლისაბონსა და ლონდონში გაიმართება, სხვა ლოკაციებს მოგვიანებით წარადგენენ.

გარდა ამისა, ტურნირების ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ ჩადებს $6 მლნ-ს პირდაპირ გუნდებშ ჩადებს ანაზღაურების ახალი სტრუქტურის მეშვეობით. ამ სტრუქტურის დეტალები არ სახელდება.

გარდა BLAST Premier-ის ფორმატის ცვლილებისა, ტურნირების ორგანიზატორმა დააანონსა BLAST Bounty. ეს არის ახალი ტურნირი, რომელშიც მონაწილეობს 30 საუკეთესო CS2 გუნდი და ორი უაილდქარდი. თითოეულ გუნდს ექნება განკუთვნილი ჯილდო, რომლის ნახევარსაც გამარჯვებული გუნდი მაშინვე მიიღებს გარანტირებული ანაზღაურების სახით. დარჩენილი ჯილდო კი გადადის შემდეგ მატჩში და ემატება გამარჯვებულის არსებულ ჯილდოს.

Bounty-ის ფორმატთან ერთად, BLAST-მა ასევე გამოაქვეყნა BLAST Open-ი, სადაც Valve Global Rankings-ის მიხედვით 16 გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს. მათ დაემატება რეგიონალური კვალიფიკაციით გასული ოთხი გუნდი. პირველი კვირის განმავლობაში Open-ი გაიმართება BLAST-ის სტუდიაში კოპენჰაგენში , ხოლო შემდეგ ის სხვადასხვა ქალაქის არენებზე გადაინაცვლებს.

ტურნირის ორგანიზატორმა ასევე გამოაცხადა BLAST Rivals, იენთი, სადაც მსოფლიო რეიტინგის რვა საუკეთესო გუნდი იბრძოლებს პირველობისთვის.

ენდრიუ ჰოუორთმა, BLAST-ის, Valve-ისა და Riot Games-ის ეკოსისტემების ვიცე-პრეზიდენტმა, კომენტარი გააკეთა: “როგორც ჩანს, 2025 იქნება BLAST-ის ყველაზე საინტერესო წელი დღემდე.

მომავალი წლიდან ჩვენ ვანახლებთ BLAST-ის სცენარს ახალი და თვალწარმტაც ფორმატის შემოღებით, რომელიც გულშემატკივრებსა და მოთამაშეებს ინტერესს არ მოაკლებს. Valve-ის რეიტინგზე დაფუძნებული მოწვევები და რეგიონალური კვალიფიკაციები, დინამიური საპრიზო ფონდები და შესანიშნავი ლოკაციები ნიშნავს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდები იასპარეზებენ ამ გლობალურ პლატფორმაზე.”

Premier-ის ახალო ფორმატი BLAST-ისთვის დატვირთულ დროს იგეგმება. ორგანიზატორი ბოლო წლებში სწრაფად გაფართოვდა და Counter-Strike-ის გარდა სხვა კიბერსპორტული დისციპლინებიც დაამატა საკუთარ პორტფოლიოს, მათ შორისაა Dota 2, Rainbow Six Siege, Rocket League და Fortnite.

LATEST NEWS