Fnatic-ი და Pot Noodle-ი პარტნიორობას აფორმებენ

სწრაფი მომზადების საკვების მწარმოებელმა ბრენდმა Pot Noodle-მა კიბერსპორტულ ორგანიზაცია Fnatic-თან პარტნიორობის შესახებ გამოაცხადა.

შეთანხმება თავდაპირველად იქნება მიმდინარე BLAST Spring Finals ივენთზე იქნება ფოკუსირებული, სადაც Fnatic და Pot Noodle ერთობლივად გახსნიან სტენდს.

სწრაფი მომზადების ატრიის ბრენდმა ცოტა ხნის წინ პარტნიორობა გააფრომა კიბერსპორტული ტურნირების ორგანიზატორ BLAST-თან, რაც მისი პირველი ნაბიჯია კიბერსპორტში. მაშინ საკვების კომპანიამ აღნიშნა, რომ პარტნიორობა Fnatic-თანაც იგეგმებოდა, მაგრამ დამატებითი დეტალები მხოლოდ დღეს იქნა ცნობილი.

Fnatic და Pot Noodle ერთობლივ სტენდს წარადგენენ OVO Arena Wembley-ზე ამ კვირის ბოლოს BLAST Spring Finals-ის დროს. ორი ბრენდი გამართავს გათამაშებებს, ავტოგრაფების სესიებს, Counter-Strike-ის ლეგენდასთან კრისტოფერ ‘GeT_RiGhT’ ალესუნდთან შეხვედრას, 1v1 მატჩებს და სხვა აქტივაციებს. დამატებითი დეტალები და სტენდის აქტივობების სტრიმები და გაშუქება ხელმისაწვდომი იქნება Fnatic-ის და Pot Noodle-ის სოციალურ ქსელებში.

არც ერთმა ბრენდმა არ გამოაცხადა სტენდის გარდა დამატებითი თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ Fnatic-ის გენერალურმა დირექტორმა სემ მეთიუზმა აღნიშნა თავისი აღფრთოვანება ამ პარტნიორობით.

მან თქვა: “Fnatic-ი მოხარულია, რომ Pot Noodle-თან პარტნიორობს საინტერესო სტენდის აქტივაციაზე BLAST Spring Finals-ზე. ეს თანამშრომლობა წარმოადგენს საინტერესო ინიციატივას ორივე ბრენდისთვის, აერთიანებს Fnatic-ის სათამაშო გამოცდილებას Pot Noodle-ის საყვარელ ატრიასთან. გულშემატკივრებს ელოდება ფრიად საინტერესო გამოცდილება, რომელიც ხაზს უსვამს თამაშებსა და სწრაფ, გემრიელ საჭმელს შორის კავშირს.“

LATEST NEWS