გერმანული კიბერსპორტული ორგანიზაცია Berlin International Gaming (BIG) იწყებს ახალ ინიციატივას, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა კიბერსპორტის ტალანტებზე.
პროგრამა სახელწოდებით BIG SELECTA შექმნილია იმისთვის, რომ ახალგაზრდა კიბერსპორტსმენებs უნარების გაუმჯობესებასა და კარიერის განვითარებაში დაეხმაროს.
BIG დაფუძნდა 2017 წელს და ის არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კიბერსპორტული ორგანიზაცია გერმანიაში, ხოლო პროგრამა BIG SELECTA ორგანიზაციის უახლესი ინიციატივაა გერმანიის კიბერსპორტის ლანდშაფტის მხარდასაჭერად. პროგრამა ფოკუსირებული იქნება ახალგაზრდა გერმანელ ტალანტებზე და შესთავაზებს მრავალ ბენეფიტს მათ, ვინც მასში მიიღებს მონაწილეობას.
პროგრამა მოიცავს სესიებს მწვრთნელებთან, ვორქშოპებს, ფინანსურ მხარდაჭერას, ტრენინგებს და პერსონალიზებულ განვითარებას თითოეული მოთამაშისთვის. BIG-ის თქმით, “გამორჩეული მოთამაშეები“ ასევე მიიღებენ მენტორობას BIG-ის პროფესიონალი მწვრთნელების და მოთამაშეებისგან, რაც დაეხმარება მათ სათამაშო სკილის ამაღლებაში და მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. BIG აღნიშნავს, რომ მოთამაშეები მონაწილეობას მიიღებენ ივენთებში და მათ ასევე მხარს დაუჭერენ თავიანთი პირადი ბრენდების განვითარებაში. მოთამაშეები ასევე გაივლიან ტრენინგს მედიასა და სოციალურ ქსელებთან ურთიერთობაში.
ორგანიზაციამ უკვე გამოაცხადა ხუთი მოთამაშე, რომელიც უკვე ერთვება BIG SELECTA-ში, ხოლო პროგრამის შემდეგი ფაზა 15 ივნისს დაიწყება. დაინტერესებულ მოთამაშეებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ, რათა სცადონ პროგრამაში მოხვედრა.
BIG-ის მთავარი გეიმინგ დირექტორი, რომან რაინჰარდტი, კომენტარებში აღნიშნავს: “BIG SELECTA-ს მეშვეობით, ჩვენ მიზნად ვისახავთ შევქმნათ ჯანსაღი კონკურენცია, იმისთვის რომ ვიპოვოთ ბევრი ახალი ტალანტი, და არა იმიტომ რომ გვინდა ერთი დომინანტი გუნდი შევქმნათ ეროვნული შეჯიბრებებისთვის.
მოუთმენლად ველით იმ მომენტს, როდესაც შევძლებთ გავუძღვეთ ომავალ თაობას წარმატებული მომავლისკენ კიბერსპორტში. ჩვენი მიზანია ეფექტურად გავაუმჯობესოთ პროფესიონალური კიბერსპორტი გერმანიაში და დავეხმაროთ ახალგაზრდა ტალანტებს მიაღწიონ სრულ პოტენციალს.“