ნაზ ალეტაჰა, League of Legends-ის გლობალური კიბერსპორტის ხელმძღვანელი Riot Games-ში, ტოვებს კომპანიას 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ.
ალეტაჰამ გადაწყვეტილება სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა. ის 2024 წლის თებერვლიდან შვებულებაში იმყოფება. მისი წასვლა კომპანიიდან არ იქნება მყისიერი, და ალეტაჰა აღნიშნავს, რომ ის დარჩება კომპანიაში “მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში, რათა უზრუნველყოს საქმეების უპრობლემო გადაცემა”.
ალეტაჰას შვებულებისას დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა კრის გრილი, League of Legends კიპერსპორტის გლობალური სტრატეგიის ხელმძღვანელი Riot Games-ში. პრეს-რელიზის მიხედვით, ის გააგრძელებს გუნდის მართვას უახლოეს მომავალში.
ალეტაჰას პოსტიდან ამონარიდი: “ჩემთვის ეს იყო წარმოუდგენელი 12.5-წლიანი გზა Riot Games-ში. მე ვამაყობ იმით, რასაც გუნდთან ერთად მივაღწიეთ. ეს გადაწყვეტილება არ იყო ჩემთვის მარტივი, მაგრამ მოვიდა ახალი ჰორიზონტების აღმოჩენის დრო. მომავალ რამდენიმე თვის მანძილზე მე გადავცემ გუნდს ყველა საქმეს, რის შემდგომ დავტოვებ კომპანიას ამ შემოდგომას”.
“ჩემი დიდი პატივი იყო ამ ქომიუნითის და ამ მოძრაობის ნაწილი რომ ვიყავი. ჩვენ ერთად ვაქციეთ კონკურენტული თამაში პროფესიონალურ სპორტად“.
2012 წელს Activision-ის დატოვების შემდეგ, ალეტაჰამ დაიწყო მუშაობა Riot Games-ში, როგორც მისი B2B გადახდების უფროსი მენეჯერი. ორი წლის შემდეგ მან გადაინაცვლა კომპანიის კიბერსპორტის განყოფილებაში, როგორც გლობალური კიბერსპორტის პარტნიორობების და ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, სადაც მან 7 წელზე მეტი გაატარა.
2021 წელს იგი დაინიშნა League of Legends გლობალური კიბერსპორტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ალეტაჰას როლი მოიცავდა League of Legends-ის კიბერსპორტის ხედვის, სტრატეგიის და სამომავლო გეგმის შექმნასა და შესრულებას. 2020 წელს ალეტაჰა გახდა Esports Insider-ის Hall of Fame-ის წევრი.
League of Legends-ის კიბერსპორტის ეკოსისტემას ბოლო წლების განმავლობაში დიდი ცვლილებები შეეხო, რაც მოიცავდა LEC-ის გაფართოებას MENA რეგიონში და 2023 წლიდან “სამსპლიტიანი” სტრუქტურის შემოღებას. უფრო მეტიც, 2025 წელს LCS გაერთიანდება CBLOL-თან, რათა შეიქმნას პან-ამერიკული ლიგა.