თამაშების მწარმოებელმა Riot Games-მა გამოუშვა VALORANT Champions 2024-ის ჰიმნი, რომელიც აერთიანებს K-pop არტისტებს KISS OF LIFE-ს და მარკ ტუანს (Got7).
სიმღერა, სახელწოდებით SUPERPOWER, მიზნად ისახავს VALORANT-ის წლის უდიდესი კიბერსპორტული ღონისძიების აღნიშნვნას. მუსიკალური ვიდეოში ასევე ინტეგრირებულია კიბერსპორტის მოთამაშეები და მომენტები, რომლებიც VALORANT Champions Tour-ის (VCT) განმავლობაში მოხდა.
ვიდეოში გამორჩეული მოთამაშეები მოხვდნენ: Fnatic-ის Boaster-ი, Team Heretics-ის Benjyfishy-ი, Leviatán-ის aspas-ი, და ვეცრი სხვა. სიმღერა შესრულებულია KISS OF LIFE-ის ორი წევრის, ჯულის და ნატის მიერ. KISS OF LIFE-ი არის შედარებით ახალი K-pop ჯგუფი, რომელიც 2023 წელს ჩამოყალიბდა და S2 Entertainment-ის ლეიბლს ეკუთვნის.
SUPERPOWER-ის მეორე მომღერალი, მარკ ტუანი, არის ამერიკაში დაბადებული რეპერი, რომელიც არის სოლო არტისტი და ასევე პოპულარული K-pop ჯგუფის Got7-ის წევრი. ამ სტატიის დაწერისას, VALORANT-ის ახალი ჰიმნი უკვე გადასცდა 1 მილიონ ნახვას YouTube-ზე.
Riot Games-ი ხშირად მიმართავს მსგავსი სახის კოლაბორაციებს თავისიმთავარი საერთაშორისო ივენთების წინ, და ეს სიმღერა არის ამის უახლესი მაგალითი. შარშან Riot Games-მა ითანამშრომლა სამხრეთ კორეაში მოღვაწე იაპონურ გოგონათა ჯგუფ XG-თან VCT Pacific-ისთვის. წარსულში, League of Legends-ის ივენთებისთვის თამაშების დეველოპერს მუსიკალური კოლაბორაციები ისეთ მუსიკალურ შემსრულებლებთან ჰქონდა, როგორიცაა New Jeans-ი, Imagine Dragons-ის და Lil Nas X-ი.
Riot Games-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი K-pop-ზე ორიენტირებული კოლაბორაცია მოხდა 2018 წელს, როდესაც League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვირტუალური გოგონათა ჯგუფი K/DA შეიქმნა. ჯგუფი შედიოდნენ (G)I-DLE-ის წევრები მიიონი და სოიონი, ასევე მედისონ ბირი და ჯეირა ბერნსი. ჯგუფი 2020 წელს ახალი EP-ით დაბრუნდა. 2023 წელს Riot Games-მა წარმოადგინა ვირტუალური ბიჭთა ჯგუფი სახელად HEARTSTEEL, რომელშიც შევიდნენ ბექიონი, ØZI, ტობი ლუ და ქელ სქრაბი.
VALORANT Champions 2024 გაიმართება 1-25 აგვისტოს სამხრეთ კორეაში. ეს არის სერიის პირველი ივენთი, რომელიც ჩატარდება აზიაში. წინა VALORANT Champions ტურნირები ჩატარდა გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და თურქეთში. ტურნირზე კვალიფიცერბულ გუნდთა შორის მოხვდნენ G2 Esports-ი, EDward Gaming-ი და Gen.G-ი.