სტრიმინგ პლატფორმა Twitch-ის მიერ ოპერირებადმა ტურნირების სერია Twitch Rivals-მა იაპონურ საავტომობილო ბრენდ Honda-სთან გააფორმა პარტნიორობა.
შეთანხმების ფარგლებში, Honda ითანამშრომლებს Twitch Rivals-თან, რათა წარადგინოს ტრანსლაციის სეგმენტი სახელად “Chat’s Civic Mods.”
სეგმენტი გაიშვება 18 ივლისს და საშუალებას მისცემს მაყურებლებს, რომ ციფრულად დააკონფიგურირონ 2025 წლის Honda Civic-ის მოდელი Twitch-ჩატის გამოკითხვების მეშვეობით. დასრულებული დიზაინი მაყურებლის წინაშე TwitchCon 2024-ზე წარსდგება, რომელიც გაიმართება სან დიეგოში 20-22 სექტემბერს.
ამ შეთანხმებით Honda გახდა ტურნირების სერიის პირველი საავტომობილო პარტნიორი.
Twitch Rivals აგრძელებს ტურნირების გამართვას ცნობილი კონტენტ-მეიქერების მონაწილეობით. ბოლო წლებში, პლატფორმამ გამართა ტურნირები PUBG: Battlegrounds, Minecraft და სხვა თამაშებში.
Honda-სთვის კიბერსპორტის სამყარო უცხო არ არის. ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ 2020 წლის ნოემბერში პარტნიორობა დაამყარა Twitch-თან, რათა წარედგინა Honda Civic-ის მე-11 თაობის მანქანა. 2022 წელს, ბრენდმა შეთანხმება გააფორმა ჩრდილო ამერიკულ ორგანიზაცია Team Liquid-თან და გახდა სატიტულო და სახელწოდების სპონსორი LCS-ის და აკადემიის გუნდებისთვის.
დღეისთვის ბოლო Twitch Rivals ღონისძიება გაიმართა TwitchCon Europe 2024-ზე როტერდამში. Honda-ს გარდა, ტურნირების სერი თანამშრომლობს ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Crypto.com, რესტორნების ქსელი Pizza Hut და გეიმინგ პერიფერიის მწარმოებელი Logitech G.
Amazon Ads-ის შესყიდვების ხელმძღვანელმა ლუ გარატემ აღნიშნა: “გვიხარია, რომ Honda გახდა Twitch Rivals-ის ექსკლუზიური საავტომობილო პარტნიორი.
ეს პარტნიორობა საშუალებას მისცემს Honda-ს მხარდაჭერა გაუწიოს კონტენტ-მეიქერებს და დაუახლოვდეს Twitch Rivals-ის ქომიუნითის, რათა მიაწოდოს მას დასამახსოვრებელი და პერსონალიზებული მომენტები. ეს პარტნიორობა ასევე აძლევს Honda-ს იმის საშუალებას, რომ მიაღწიოს მილიონობით ადამიანის ეკრანს, რომლებიც ყოველდღიურად იყრიან თავს Twitch-ზე და ერთად ქმნიან ამ ცოცხალ ქომიუნითის.“