VALORANT Esports EMEA-მ, Riot Games-ის რეგიონალური VALORANT-ის სერიამ, გააფორმა პარტნიორობა გადახდის პლატფორმა Paysafe-თან.
ამის შედეგად, ორივე მხარე ითანამშრომლებს VCT EMEA-ს და VALORANT Game Changers EMEA-ს ივენთებზე 2025 წლის ბოლომდე.
როგორც ივენთის მთავარი პარტნიორი, Paysafe-ის paysafecard გადახდის სერვისი ინტეგრირებული იქნება ტრანსლაციებში და Riot Games Arena-ზე ბერლინში. არენაზე მყოფ გულშემატკივრებს ექნებათ წვდომა სპეციალურ აქციებზე და შეეძლებათ გამოიყენონ გადახდის ეს საშუალება.
გარდა ამისა, Riot Games და Paysafe ითანამშრომლებენ თამაშის სეგმენტზე, სახელად “Thrifty“, რომელიც გამოყოფს გუნდებს, რომლებიც იგებენ რაუნდებს როდესაც მეტოქეებს მეტი ფული აქვთ დახარჯული. ამ სეგმენტის გარდა, paysafecard შექმნის კონტენტს VCT EMEA Stage 2 Grand Finals-ისთვის, რომელიც მოიცავს მოკლემეტრაჟიან ვიდეოებს, პროგნოზებს და მატჩების ჰაილაითებს.
2025 იქნება ცვლილებების წელი რამოდენიმე VALORANT Esports EMEA ტურნირისთვის. 2024 წლის ივნისში, Riot Games-მა დააანონსა Challengers ფორმატში ცვლილებები, და ასევე დაამატა იტალია და პორტუგალია Challengers Spain: Rising ივენთში.
Paysafe-თვის არ არის უცხო თანამშრომლობა VALORANT Esports EMEA-თან. ორივე მხარემ პირველად გააფორმა პარტნიორობა 2021 წლის აგვისტოში, როდესაც paysafecard-ი წარადგენდა “Player of the Match“ სეგმენტს პლეიოფების და Last Chance Qualifier-ის დროს.
VALORANT Esports EMEA-ს ხელმძღვანელმა დენიალ რინგლანდმა, აღნიშნა: “paysafecard-ი ძალიან პოპულარულია გეიმინგ საზოგადოებაში, ამიტომ მოხარულები ვართ შევთავაზოთ Paysafe-ი VALORANT Esports EMEA-ს გულშემატკივრებს.
ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი გულშემატკივრების გამოცდილება, და Paysafe-ის პარტნიორობით VALORANT Esports EMEA-ს ორ პროდუქტთან, გვჯერა, რომ შეგვიძლია შევთავაზოთ უკეთესი, უსაფრთხო და უხარვეზო გადახდის მეთოდი ჩვენს საზოგადოებას.“