YaLLa Compass 2025-ზე ორი LAN ივენთი გაიმართება $1.5მ საპრიზო ფონდით

წყარო: YaLLa Esports

ახლო აღმოსავლურმა კომპანია YaLLa Esports-მა გამოაცხადა YaLLa Compass Counter-Strike 2 სერიის მნიშვნელოვანი გაფართოება 2025 წელს.

YaLLa Compass 2025-ზე ახლო აღმოსავლეთში გაიმართება ორი LAN-ივენთი $1.5 მილიონიანი საერთო საპრიზო ფონდით. ეს მნიშვნელოვნად აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს, შარშანდელ ტურნირს აბუ დაბიში $450 000-იანი საპრიზო ფონდი ჰქონდა.

პირველი YaLLa Compass 2025 ტუერნირისთვის ღია კვალიფიკაცია დაიწყება 29 ივლისს. პრეს-რელიზის მიხედვით, კიდევ ორი კვალიფიკაცია ჩატარდება 2024 წლის მეოთხე კვარტალში და 2025 წლის პირველ კვარტალში. წარმატებული გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრებიან დახურულ კვალიფიკაციაში, რომელიც გაიმართება 2025 წლის მეორე კვარტალში დაგეგმილი პირველი LAN-ივენთის წინ.

YaLLa Esports-მა ასევე განაცხადა, რომ Compass-ი გაიმართება ახლო აღმოსავლეთის ორ ქალაქში. ზუსტი ადგილების დეტალები არ დასახელებულა.

სადებიუტო YaLLa Compass-მა სოლიდური მაყურებელთა რაოდენობა მიიზიდა. Esports Charts-ის მიხედვით, ტურნირს 163 139 მაყურებელი ჰყავდა პიკში, და 42-საათიანი ტრანსლიაციისას თითქმის 3 მილიონი ნაყურები საათი დაგროვდა.

2016 წელს დაარსების შემდეგ, YaLLa Esports-ი გახდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კიბერსპორტული კომპანია და ტურნირების ორგანიზატორი ახლო აღმოსავლეთში. 2024 წლის ივენთისთვის მან მოიზიდა მნიშვნელოვანი პარტნიორები, მათ შორისაა ონლაინ მარკეტი BitSkins და სპორტის, ღონისძიებების და ტალანტების მართვის კომპანია IMG.

YaLLa Esports-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა კლაუს კაიეტსკიმ, აღნიშნა: “2024 წელს MENA რეგიონში კიბერსპორტის საოცარ ზრდაზე და Compass-ს პირველი სეზონის წარმატებაზე დაყრდნობით, YaLLa Compass-ი გვპირდება კიდევ უფრო მასშტაბურ ივენთს და უკეთეს შთაბეჭდილებებს.

გაზრდილი საპრიზო ფონდით, ორი LAN-ივენთით, და გლობალური კიბერსპორტული შთაბეჭდილების შექმნაზე გრძელვადიანი ფოკუსირების მეშვეობით, YaLLa Compass-ი ამყარებს თავის პოზიციას როგორც S-დონის ტურნირი არა მხოლოდ MENA რეგიონში, არამედ საერთაშორისო სცენაზე.“

LATEST NEWS