უკრაინულმა კიბერსპორტულმა ორგანიზაცია Natus Vincere-მ (NAVI) პარტნიორობა გააფორმა ფინანსური ტექნოლოგიების კომპანია Visa-თან, რათა დაიწყოს ახალი ახალგაზრდული კიბერსპორტული აკადემიის პროექტი.
NAVI Visa Academy მიზნად ისახავს გახდეს ღია კარი ახალგაზრდებისთვის CS2 კიბერსპორტში მოსახვედრად, საუკეთესოებს კი შეეძლებათ NAVI-ს აკადემიის როსტერის ნაწილი გახდნენ.
NAVI Visa Academy შეიქმნა იმისთვის, რომ მოიძიოს მოთამაშეები NAVI Youth-სთვის, კომპანიის ოფიციალური აკადემიის გუნდისთვის. NAVI-ს რიგებში მოსახვედრად საკმარისი ტალანტის მქონე მოთამაშეების საპოვნელად, კომპანიამ პარტნიორობა Visa-თან გააფორმა, რათა ჩაატაროს სამსაფეხურიანი შერჩევის პროექტი.
ეს პროცესი იწყება შერჩევის ეტაპით. NAVI-ს მწვრთნელები და მოთამაშეები აარჩევენ მაღალი პოტენციალის მქონე მოთამაშეებს მიღებული განაცხადებიდან. ეს მოთამაშეები გაივლიან “სამკვირიან ონლაინ შეჯიბრს“, რათა მიიღონ შანსი გადავიდნენ შერჩევის პროცესის შემდეგ ეტაპზე. NAVI-მ არ გააზიარა ონლაინ შეჯიბრის დეტალები, მაგრამ აღნიშნა, რომ მოთამაშეები უნდა იყვნენ 14-17 წლის, FACEIT-ზე 2600-ზე მეტი ELO ქულით, არ უნდა ჰქონდეთ კონტრაქტი სხვა ორგანიზაციებთან და ინგლისური ენა უნდა იცოდნენ მინიმუმ B1 დონეზე.
ონლაინ შეჯიბრიდან შერჩეული 10 საუკეთესო მოთამაშე გაემგზავრება ბერლინში NAVI BootCamp-ზე, სადაც ისინი ივარჯიშებენ გუნდის აკადემიის მწვრთნელებთან ერთად. BootCamp-ის საუკეთესო ხუთი მოთამაშე შეუერთდება NAVI Youth-ს.
კომპანიის ახალგაზრდული სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდაა აღიარებული. მაგალითად, გამოჩენილი მოთამაშეები ილია “m0NESY“ ოსიპოვი და ვალერი “b1t“ ვახოვსკი NAVI-ს აკადემიის პროდუქტები არიან.
NAVI-მ და Visa-ამ ასევე განაცხადეს, რომ პროექტის შედეგები იქნება გამოქვეყნებული სოციალური მედიის მეშვეობით, ხოლო პროექტის განვითარების შემდეგ შეიქმნება ექსკლუზიური ვიდეო კონტენტი შერჩეული მოთამაშეების მონაწილეობით.. Visa-მ ასევე ცოტა ხნის წინ გააფორმა პარტნიორობა არგენტინულ კიბერსპორტის ორგანიზაცია Leviatán-თან, თავისი მოთამაშეებისთვის განკუთვნილი ციფრული საფულე n1u-ს მეშვეობით.