ჩრდილოამერიკულმა სპორტული ტანსაცმლის ბრენდმა Champion-მა პარტნიორობა გააფორმა ბრაზილიურ კიბერსპორტის ორგანიზაცია FURIA-თან ტანსაცმლის ლიმიტირებული კოლექციის შესაქმნელად.
კოლექცია მოიცავს 12 სხვადასხვა პროდუქტს, მათ შორის რვა მაისურს, სამ ჰუდის და ერთ სვიტშოტს. ამ კოლექციაში არსებულ ტანსაცმელზე იქნება დატანილი FURIA-ს თილისმის სხვადასხვა გამოსახულებება და ასევე Champion-ისა და FURIA-ს ბრენდინგი.
პრეს-რელიზის მიხედვით, FURIA-ს პანტერა გამოჩნდება სამ გრაფიკულ დიზაინში: ერთში როგორც “კლასიკური 1960-იანი და 1970-იანი წლების თილისმა“, მეორეში ის Champion-ის ჰუდიშია ჩაცმული, და საბოლოოდ პანტერა Champion-ის თაღის ქვეშ. კოლექციის სხვა ნივთები შეიცავს “Logo Lockup“-ს — Champion-ის და FURIA-ს ლოგოების ექსკლუზიურ ვერსიას.
Champion-ისა და FURIA-ს გარიგების ფარგლებში ფოტოკამპანიაში მონაწილეობისთვის შერჩეულნი იყვნენ FURIA-ს წევრები: კონტენტის-მეიქერი Arapê, იუთუბერი Brino და Counter-Strike-ის მოთამაშე გაბრიელა “Gabs” ფრაინდორფერი.
საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა დიდი კიბერსპორტის ორგანიზაციების ტანსაცმლის ბრენდებთან პარტნიორობა ექსკლუზიური კოლექციების შესაქმნელად. ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა 100 Thieves და G2 Esports, მსგავსი პარტნიორობები ჰქონდათ, ხოლო OpTic-ი მათზე წინ წავიდა და იტალიური საფეხბურთო გუნდ იუვენტისთან და Adidas-თან გააფორმა ხელშეკრულება საკუთარი კოლექციის შესაქმნელად.
Champion-ისთვის ეს არ არის კიბერსპორტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პირველი შემთხვევა. კომპანიას ნამუშევარი აქვს Team BDS-თან, Fnatic-თან, Luminosity-თან, და სხვა მრავალ გუნდთან. მათთან ბრენდმა შექმნა სპეციალური აქსესუარების, მაისურების და კაფსულური კოლექციის კოლექციები.
FURIA-ს ეს პარტნიორობა მოჰყვა ახლახან გაფორმებულ გარიგებას Crunchyroll-თან, სადაც ორივე კომპანიამ ერთად შექმნეს My Hero Academia-ს “მერჩის” ხაზი.
Champion x FURIA კოლექცია არის სპეციალური ლიმიტირებული კოლექცია და ექსკლუზიურად ხელმისაწვდომი იქნება როგორც FURIA-ს, ასევე Champion-ის ონლაინ მაღაზიებში. მისი შეძენა ასევე შესაძლებელი იქნება Champion Store-ში აუგუსტას ქუჩაზე სან პაულოში.