ბეთინგ კომპანია VBET-მა გააფორმა პარტნიორობა Passion UA-სთან – კიბერსპორტულ ორგანიზაციასთან, რომლის დამფუძნებელია არსენალის ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკო.
ბუკმეიკერი გახდება Passion UA-ს მთავარი პარტნიორი, ხოლო გუნდების მაისურებზე VBET-ის ბრენდინგი გამოჩნდება.
Passion UA შეიქმნა 2023 წლის სექტემბერში არსენალის და უკრაინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოლექსანდრ ზინჩენკოს მიერ, რომელიც დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინელი მოთამაშეა. ზინჩენკომ ორგანიზაცია Counter-Strike-ში მონაწილეობის მისაღებად შექმნა. CS-ი არის თამაში, რომელსაც ზინჩენკო თავად თამაშობს და სიამოვნებით უყურებს. მისი გუნდი HLTV-ის რეიტინგში 41-ე ადგილზე იმყოფება, და სულ ცოტა აკლია ტოპ 30-ში მოსახვედრად. Passion UA-მ ასევე შექმნა გუნდები Dota 2-ში და Apex Legends-ში.
პარტნიორობა VBET-თან შესაძლებელი გახდა ზინჩენკოს ბეთინგ ბრენდის ელჩის სტატუსის წყალობით – მისი როლია Responsible Gaming Ambassador-ი. ორივე მხარემ აღნიშნა, რომ მათთვის ეს ბუნებრივი ნაბიჯი იყო, რადგან კიბერსპორტი და ბეთინგი კარგად ერწყმიან ერთმანეთს, და ბრენდებს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს.
საინტერესოა, რომ VBET-ი შედარებით პასიური იყო კიბერსპორტის სივრცეში 2021 წლიდან. მაშინ კომპანიამ პარტნიორობა დაამყარა შვედურ ორგანიზაცია Alliance-თან.
არტემის რიაბოვსმა, Passion UA-ს გენერალურმა დირექტორმა, აღნიშნა: “ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ სპორტული ინდუსტრიის ასეთ დიდ ბრენდთან. ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, VBET-ს და ოლექსანდრ ზინჩენკოს წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებთ, ასე რომ, Passion UA-ზე პარტნიორობის გავრცელდება მხოლოდ დროის საკითხი იყო”.