League of Legends-ის მოთამაშე ლი “Faker” სან-ჰიოკმა თანამშრომლობა გააფორმა სამხრეთ კორეულ სათვალეების ბრენდ Stealer-თან.
Stealer-ის ინფორმაციით, Faker-ი გახდება ბრენდის გლობალური ელჩი მისი “Steel by Stealer” სათვალეების ხაზისთვის.
Stealer-ი არის ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია უჟანგავი ფოლადის ჩარჩოების წარმოებაზე ჩვეულებრივი და მზის სათვალეებისთვის. Stealer-ი დასავლური აუდიტორიისთვის ნაკლებად ცნობილია, მაგრამ კორეაში ის პოპულარული ბრენდია და არაერთ ცნობილ ინფლუენსერსა და მსახიობთან ერთად უმუშავია პროდუქციის შესაქმნელად. კომპანიამ ბოლო პერიოდში ევროპისკენაც დაიწყო გაფართოება.
Faker-თან თანამშრომლობა სახელწოდებით “ONLY 1 ROAD” მოიცავს ერთობლივად შექმნილი სათვალეების ხაზის გაშვებას. თუმცა, ამ თანამშრომლობის შესახებ ჯერჯერობით ბევრი ინფორმაცია არ არის. Stealer-მა სოციალურ ქსელებში გააზიარა, რომ გამოშვების განრიგი მოგვიანებით გამოქვეყნდება და რომ გულშემატკივრები “მალე შეძლებენ ახალი პროდუქციის შეფასებას“.
ჯერ არ არის ცნობილი, თანამშრომლობა შედგება არსებული მოდელის გარშემო, Faker-ის დახმარებით შექმნილ ახალ სათვალეზე, თუ უფრო პროდუქტების უფრო ფართო ხაზზე.
Faker-ი არის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე პოპულარული კიბერსპორტის ვარსკვლავი კორეაში და მას ბრენდებთან თანამშრომლობის ფართო გამოცდილება აქვს. T1-ის მოთამაშეს უკვე აქვს შექმნილი სავარძელი Secretlab-თან და VANDYTHEPINK-თან და გეიმინგ მაუსი Razer-თან ერთად.