Lexus-ი კვლავ იქნება Esports Awards-ის მთავარი სპონსორი

წყარო: Esports Awards

საავტომობილო ბრენდი Lexus-ი მეექვსე წელია აგრძელებს პარტნიორობას Esports Awards-თან და კვლავ გახდება ცერემონიის მთავარი სპონსორი ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ღონისძიებაზე.

ამ პარტნიორობის ფარგლებში Lexus-ი წარადგენს გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში: “წლის კიბერსპორტის კონტენტის შემქმნელი” და “წლის კიბერსპორტული ორგანიზაცია”. ასევე, Esports Awards-ის ცერემონიაზე, რომელიც 21 ნოემბრის პირდაპირ ეთერში გაიმართება, წარმოდგენილი იქნება Lexus-ის კასტომიზირებული ავტომობილები.

Esports Awards-ის ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნება “Lexus Lounge”. პრესრელიზის მიხედვით, სხვა აქტივაჩიებთან ერთად ეს სივრცე მოიცავს წითელ ხალიჩას და Glambot-ს. Esports Awards-მა აღნიშნა, რომ ლაუნჯი მიზნად ისახავს სტუმრებისთვის შექმნას დასასვენებელი და გასართობი სივრცე ნეთვორქინგისთვის და დროის გასატარბლად.

Lexus-თან ერთად, Esports Awards-ის ლოს-ანჯელესის ღონისძიების პარტნიორები არიან Oakley და Esports World Cup Foundation (EWCF).

2024 წელს ეს უკვე მეორე Esports Awards-ის ცერემონიაა. პირველი ჩატარდა აგვისტოში საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში. ამ ღონისძიებაზე, რომელზეც VALORANT-ი წლის კიბერსპორტულ თამაშად დასახელდა, ლოს-ანჯელესის ღონისძიებისგან განსხვავებული კატეგორიები იყო. აგვისტოს ცერემონია ჩატარდა Esports Awards-ისა და საუდის არაბეთის მთავრობის მხარდაჭერით შექმნილ კიბერსპორტულ ფესტივალ Esports World Cup-თან სამწლიანი პარტნიორობის შედეგად.

განცხადების დროს აღინიშნა, რომ მეორე ცერემონია ლონდონში გაიმართებოდა, თუმცა ოქტომბერში ის ლოს-ანჯელესში გადატანილ იქნა.

Esports Awards-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ეშფორდმა პარტნიორობაზე კომენტარი გააკეთა: “ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი მეექვსე წელია გვიბრუნდება, და Lexus-ის ერთგულება ჩვენი საზოგადოების გაძლიერების მიმართ მართლაც დასაფასებელია.

ისინი ყოველთვის შესანიშნავი პარტნიორები იყვნენ და აგრძელებენ ჩვენი ღონისძიების ახალ სიმაღლეებზე აყვანას ყოველ წელს.”

LATEST NEWS