League of Legends-ის ინფლუენსერმა და პოპულარულმა სტრიმერმა მარკ რობერტ “Caedrel” ლამონტმა გამოაცხადა, რომ 2025 წლის სეზონისთვის მან League of Legends-ის გუნდი დააარსა, რომელსაც Los Ratones დაარქვა.
Los Ratones-ი გეგმავს მონაწილეობის მიღებას ერთ-ერთ ევროპულ რეგიონალურ ლიგაში, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული ლიგა ჯერ არ გამოცხადებულა.
გუნდში ბევრო ცნობილი სახეა: ტიმ “Nemesis” ლიპოვშეკი, პოპულარული სტრიმერი სიმონ “Thebausffs” ჰოფვერბერგი, და ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი კარლ მარტინ ერიკ “Rekkles” ლარსონი. Caedrel-ი ასევე თავად გაწვრთნის გუნდს.
გუნდის შემადგენლობასთან ერთად, ლამონტმა გამოაქვეყნა YouTube ვიდეო, სადაც აღნიშნა სხვა კარიერული შესაძლებლობები, რომლებსაც განიხილავდა Los Ratones-ის შექმნამდე. მას ასევე ჰქონდა იდეა შეექმნა სტრიმერთა ლიგა, სადაც სხვადასხვა სტრიმერი შექმნიდა საკუთარ გუნდს, მაგრამ მისი თქმით, ეს იდეა “ძალიან რთული იყო განსახორციელებლად”.
ვიდეოში ლამონტმა გაამხილა გუნდის მიზნები — ეს უნდა იყოს გუნდი, რომელიც არა მხოლოდ კონკურენტუნარიანი იქნება ლიგაში, არამედ მაყურებელთა გართობასაც შეძლებს. ამიტომ მან უარი თქვა ვეტერან მოთამაშეთა როსტერზე, რომელიც მხოლოდ მოგებაზე იქნებოდა ორიენტირებული, ან მხოლოდ სტრიმერების გუნდზე, რომელთაც შესაძლოა ერთი თამაშიც ვერ მოეგოთ.
გუნდის გეგმების ნაწილია, რომ მისი სასპარინგო თამაშები, ეგრედ წოდებული “სკრიმები”, ლაივში დაისტრიმოს. თუმცა, სხვადასხვა მიზეზის, მათ შორის სხვა გუნდების კომფორტის გათვალისწინებით, ყველა “სკრიმი” საჯარო არ იქნება.
ეს არ არის Caedrel-ის პირველი პროექტი League of Legends-ის კიბერსპორტში. ამ წლის ივნისში მან ეფიე “Sjokz“ დეპორტერესთან ერთად The League Awards-ი დააფუძნა.