Team Liquid-მა წარადგინა MyBlue, გულშემატკივართა ჩართულობის ახალი პლატფორმა

წყარო: Team Liquid

მულტინაციონალურმა კიბერსპორტულმა ორგანიზაცია Team Liquid-მა წარადგინა ახალი გულშემატკივრთა ჩართულობის პლატფორმა MyBlue, რომელიც Sui ბლოკჩეინზეა დაფუძნებული.

MyBlue გააფართოებს Liquid+-ს, Team Liquid-ის ორიგინალურ პლატფორმას, რომელიც 2020 წელს ამოქმედდა. გულშემატკივრებს შეეძლებათ მიიღონ როგორც რეალური, ასევე ციფრული პრიზები Team Liquid-თან ურთიერთობით და ჩელენჯების შესრულებით.

ახალი პლატფორმა შეიქმნა Mysten Labs-თან თანამშრომლობით, რომელიც Sui ბლოკჩეინის შემქმნელია. ეს არის Team Liquid-ისა და Mysten Labs-ის პირველი დიდი პროექტი 2024 წლის თებერვალში გაფორმებული პარტიორობის შემდეგ. Liquid+ პლატფორმას MyBlue ჩაანაცვლებს.

გულშემატკივრებს პლატფორმაზე შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ჩელენჯებსა და მისიებში. მათი შესრულებისას მომხმარებლები ციფრულ ჯილდოებს მიიღებენ, მაგრამ ასევე რეალური ნივთებიც იქნება ხელმისაწვდომი, როგორიცაა ხელმოწერილი მაისურები, Team Liquid-ის მაღაზიის ფასდაკლებები და ექსკლუზიური წვდომა მოთამაშეებთან და აქსესუარებზე.

Team Liquid-ის დირექტორმა სტივ არანსეტმა პლატფორმის გაშვებაზე აღნიშნა: “Mysten Labs-თან პარტნიორობის წყალობით, Liquid+-ის საუკეთესო ელემენტები გავაუმჯობესეთ და Sui-ის ინტეგრაციით შევქმენით გულშემატკივართა პლატფორმა. ფანები ყოველთვის გვერდში გვიდგანან, და MyBlue საშუალებას მოგვცემს მათ საოცარი გამოცდილებები და უნიკალური ჯილდოები შევთავაზოთ.“

პლატფორმის გაშვების აღსანიშნავად, Team Liquid 14 ნოემბერს აპლიკაციაში ღონისძიებას გამართავს, სადაც გულშემატკივრები შეძლებენ ფასდაკლებებისა და საჩუქრების მიღებას.

MyBlue-ის გაშვებით Team Liquid უერთდება კიბერსპორტის იმ ბრენდებს, რომლებიც ბლოკჩეინ პლატფორმებთან თანამშრომლობენ გულშემატკივართა ჩართულობის ინსტრუმენტების შესაქმნელად. მსგავს პროექტებში მონაწილეობა ასევე მიიღეს NIP-მა, LOUD-მა და Virtus.pro-მ.

LATEST NEWS