Esports World Cup Foundation-ი აფართოებს პარტნიორთა პროგრამას 40 ორგანიზაციამდე

წყარო: Esports World Cup

Esports World Cup-ის ორგანიზატორმა Esports World Cup Foundation (EWCF)-მა პარტნიორთა პროგრამის გაფართოება დააანონსა: პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციების რაოდენობა 30-დან 40-მდე გაიზრდება.

განახლებული EWCF Club Partner Program-ი, რომელიც მოიცავს $20 მილიონ დაფინანსებას, მიზნად ისახავს მეტი ორგანიზაციის მოზიდვას ჩინეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, ლათინური ამერიკიდან და ახლო აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკის (MENA) რეგიონებიდან.

პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო 9 დეკემბერს და გაგრძელდება 2025 წლის 10 იანვრამდე. პროგრამაში მიღებული ორგანიზაციები მიიღებენ “ექვსნიშნა რიცხვის დაფინანსებას” 2025 წლის Esports World Cup-ისთვის მოსამზადებლად. ეს მულტითამაშიანი ივენთი გაიმართება საუდის არაბეთს დედაქალაქ ერ-რიადში.

Esports World Cup Foundation-ის განცხადებით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ძლიერი შედეგების ისტორია სხვადასხვა კიბერსპორტულ დისციპლინაში და მნიშვნელოვანი სოციალური მედიის აქტივობა.

მიუხედავად იმისა, რომ EWCF Club Partner Program-ში გაწევრიანება არ იძლევა Esports World Cup-ის ტურნირებზე ავტომატური მონაწილეობის გარანტიას. ყველა კლუბი ტურნირებში მონაწილეობისთვის ტრადიციულ შესარჩევ პროცესს გაივლის.

პარტნიორთა პროგრამა 2023 წელს შეიქმნა, რათა ხელი შეეწყო კიბერსპორტული ინდუსტრიის მდგრად განვითარებას. Esports World Cup Foundation-ის განცხადებით, 2024 წლის ჩემპიონატის რეიტინგის მთლიანად რვა ტოპ ორგანიზაცია მიიღებს პირდაპირ მოწვევას პროგრამაში. დარჩენილი ადგილები ხელმისაწვდომი იქნება ღია განაცხადის პროცესის გავლით.

LATEST NEWS