დრეს ლოს ანჯელესის Peacock Theater-ში შედგა The Game Awards 2024 – ვიდეო თამაშების დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც მილიონობით ადამიანმა ადევნა თვალი.
დაჯილდოების გარდა, შოუზე შედგა ბევრი ანონსი. გადავავლოთ თვალი ყველაზე აღსანიშნავებს.
Thick as Thieves
Deus Ex-ის ავტორი უორენ სპექტორი ახალ სტელს თამაშს ქმნის.
The Witcher IV
CD Projekt RED-მა ოფიციალურად დააანონსა ლეგენდარული სერიის გაგრძელება – ამჯერად მთავარ როლში ცირი იქნება.
Elden Ring: Nightreign
From Software გვთავაზობს Elden Ring-ის მულტიფლეერ სპინ-ოფს სურვაივალის ჟანრში.
genDESIGN-ის ახალი თამაში
ლეგენდარულმა ფუმიტო უედამ, ICO-ს, Shadow of the Colossus-ის და The Last Guardian-ის შემქმნელმა, ახალი უსათაურო თამაში გვაჩვენა.
Split Fiction
ექსცენტრიულმა იოზეფ ფარესმა Hazelight-ის ახალი თამაში წარადგინა.
Borderlands 4
Borderlands-ი დაბრუნდა!
ახალი Virtua Fighter-ი
თითქმის ოცწლიანი შესვენების შემდეგ SEGA-მ Virtua Fighter-ის სერია გააცოცხლა.
Onimusha: Way of the Sword
SEGA-ს მსგავსად ძველ სერიებს Capcom-იც აცოცხლებს – იხილეთ Onimusha-ს “რიბუთი”.
Mafia: The Old Country
მაფიოზური თამაშების სერია იტალიაში ბრუნდება.
Intergalactic: The Heretic Prophet
Naughty Dog-ი და ნილ დრაკმანი ახალ კოსმოსურ სერიას ქმნიან.
სრულად შოუ შეგიძლიათ იხილოთ ჩანაწერში.