PSG-მ და TALON-მა League of Legends-ში პარტნიორობა დაასრულეს

წყარო: TALON Esports

ფრანგულმა საფეხბურთო კლუბმა პარი სენ-ჟერმენმა (PSG) და აზიურმა კიბერსპორტულმა ორგანიზაცია TALON-მა დააანონსეს League of Legends-ში პარტნიორობის დასრულება.

PSG Talon-ს დაუბრუნდება ძველი სახელი TALON-ი, ხოლო ორგანიზაცია კვლავაც მიიღებს მონაწილეობას League of Legends-ის ახალ Pacific League (LCP) ლიგაში.

PSG-ს და TALON-ის ხანგრძლივი თანამშრომლობა 2020 წლის ივნისში დაიწყო, როდესაც PSG Talon-ი League of Legends-ში სადებიუტო მატჩი ითამაშა. ამ პერიოდში გუნდმა ოთხჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატში და შვიდჯერ მოიპოვა PCS-ის ტიტული.

TALON-ის განცხადების მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ასახავს ორივე ორგანიზაციის ევოლუციურ პრიორიტეტებსა და სტრატეგიებს. ამასთან, TALON-მ აღნიშნა, რომ PSG-თან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა კვლავ ღია რჩება.

აღსანიშნავია, რომ PSG და TALON-ის პარტნიორობის დასრულება ეხება მხოლოდ League of Legends-ის გუნდს. ორგანიზაციის სოციალური ქსელების მიხედვით, Rainbow Six-ის გუნდი კვლავაც იქნება ორივე კლუბის ერთობლივი პროექტი.

PSG კვლავ აქტიურად აგრძელებს საქმიანობას კიბერსპორტში, განსაკუთრებით EA FC-სა და Arena of Valor-ში. 2023 წელს საფეხბურთო კლუბმა შექმნა Dota 2-ის გუნდი Quest Esports-თან ერთად, თუმცა ეს პროექტი 2023 წლის ბოლოსს შეჩერდა.

რაც შეეხება TALON-ს, ორგანიზაცია 2024 წელს აქტიურად ავითარებდა თავის საქმიანობას. League of Legends-ის გარდა, TALON-ი აქტიურად მონაწილეობს VALORANT-ში, Dota 2-ში და PUBG Mobile-ში.

LATEST NEWS