ნიკლას ბენდტნერმა კიბერსპორტული საინვესტიციო კომპანია Legendary Gaming Group-ი დააფუძნა

წყარო: BLAST

არსენალის ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკლას ბენდტნერმა კიბერსპორტული საინვესტიციო და მენეჯმენტ კომპანია Legendary Gaming Group-ი დააფუძნა.

ახალმა კომპანიამ უკვე შეიძინა რამდენიმე კიბერსპორტული კომპანიის საკონტროლო წილები, მათ შორის New Breed Agency, Legendary Arena და ჯერ უცნობი კიბერსპორტული და გეიმინგის ბრენდი. Esports Insider-ის მიერ მიღებული ინფორმაციით, Legendary Gaming Group-მა ასევე შეიძინა დანიური კიბერსპორტული ორგანიზაცია Team Singularity-ს 100%.

ნიკლას ბენდტნერი ცნობილი გახდა პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ არსენალში თამაშის პერიოდში, სადაც მას ზედმეტსახელი “ლორდ ბენდტნერი” შეაქრქვეს. მოედნის მიღმა, ყოფილი ფეხბურთელი კიბერსპორტის დიდი გულშემატკივარია და 2022 წელს BLAST Premier Fall შოუ-მატჩში დანიურ გუნდს წარადგენდა. ბენდტნერმა 2022 წელს დააფუძნა კიბერსპორტული ორგანიზაცია Prosapia Esports, მაგრამ გუნდი 2023 წლიდან უმოქმედოა.

პრეს-რელიზის თანახმად, ბენდტნერი და მისი პარტნიორები ახალ საინვესტიციო პროექტზე 2024 წლის დასაწყისიდან მუშაობდნენ. კომპანიას ასევე სურს მოიძიოს საწყისი კაპიტალი, რათა დაიწყოს მომავალი სამი წლის გეგმების განხორციელება.

Legendary Gaming Group-ის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი არის Team Singularity. Team Singularity-ის დამფუძნებელმა და თანამფლობელმა, ატლე სტეჰოუვერმა Esports Insider-ს დაუდასტურა, რომ Legendary Gaming Group-მა კომპანიის 100%-იანი წილი შეიძინა.

სტეჰოუვერმა საუბრისას აღნიშნა: “გასული წლის ოქტომბერში შევძელი Team Singularity-ის ყველა აქციის შეძენა, რადგან წინა თანამფლობელები თავიანთი წილების გაყიდვას აპირებდნენ. მე ძალიან მოხარული ვიყავი, რომ 2016 წლის აპრილში კომპანიის დაფუძნების შემდეგ პირველად შევძელი Team Singularity-ის 100%-იანი წილის ფლობა.

თუმცა, ამ შენაძენს მოჰყვა პირადი მიზანიც, რომ Team Singularity-სთვის მეპოვნა შესაბამისი ადგილი, სადაც ის შეძლებდა განვითარდებას და საკუთარი პიკის მიღწევას როგორც ბრენდი. ბოლო ორი წლის განმავლობაში Team Singularity-ის ოპერაციებში პასიური როლი მეკავა, მაგრამ ამავდროულად მქონდა საუბრები მრავალ პოტენციურ პარტნიორთან ბაზრის სხვადასხვა შესაძლებლობებზე და პოტენციურად ახალი პროექტების დაწყებაზე.

ძალიან მოხარული ვარ, რომ Team Singularity-თვის სწორი ადგილი ვიპოვე Legendary Gaming Group-ის ფრთის ქვეშ. ეს არის მფლობელთა ძლიერი ჯგუფი, რომელიც საფუძველს ჩაუყრის Legendary Gaming Group-ის მომავალს.“

საინტერესოა, რომ ბენდტნერს შეუერთდა CEO და თანამფლობელი მორტენ ჰოი იენსენი, რომელიც იყო 2023 წელს დახურული დანიური ორგანიზაციის Tricked Esport-ის გენერალური დირექტორი.

Legendary Gaming Group-ის თანამფლობელმა, ნიკლას ბენდტნერმა, აღნიშნა: “ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდით, რომელიც შევკრიბეთ Legendary-ში. მოუთმენლად ველი, რომ გავხდები რაღაცა დიდის ნაწილი იმ ინდუსტრიაში, რომელიც ასე შემიყვარდა. ჩემი როლი კომპანიაში ძალიან აქტიური იქნება, თუმცა ზუსტი ტაიტლი ჯერ 100%-ით გადაწყვეტილი არ არის, რადგან ის დამოკიდებულია იმ როლებზე, რომლებსაც სხვა სპორტული პროფესიონალები შეითავსებენ.“

LATEST NEWS