კიბერსპორტისა და მედია ჰოლდინგ Enthusiast Gaming-მა მიიღო ოთხწლიანი $20 მილიონიანი დაჩქარებული სესხი. ეს სესხი დმოწმებულია Beedie Investments Ltd-ის ხელმძღვანელობით საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში.
Enthusiast Gaming-მა განაცხადა, რომ სესხის თანხებს გამოიყენებს ზრდის უზრუნველსაყოფად და სამუშაო კაპიტალის საჭიროებებისთვის.
Enthusiast Gaming-ს ჯერ არ განუცხადებია თუ რაში აპირებს სესხის თანხების ინვესტირებას, თუმცა მისი პორტფოლიოდან გამომდინარე, მას აქვს მრავალი მიმართულება, როგორიცაა ვებსაიტები, YouTube არხები, კონტენტ-მეიქერები, კიბერსპორტული გუნდები და ბრენდული კონტენტის გარიგებები.
სესხს აქვს 14.0%-იანი ფიქსირებული წლიური პროცენტი, რომელიც გამოითვლება და გადაიხდება ყოველთვიურად. Enthusiast Gaming-მა განაცხადა, რომ სესხი იქნება გარანტირებული “გარკვეული” კანადური და ამერიკული შვილობილი კომპანიების მიერ და დაცული იქნება მეორე დონის უსაფრთხოების წილით.
Beedie Capital არის კანადური საინვესტიციო პლატფორმა და Beedie Investments Ltd-ის ნაწილი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო კომპანიაა დასავლეთ კანადაში. ის ინვესტიციებს დებს სხვადასხვა კომპანიაში მრავალი ინდუსტრიის მასშტაბით, თუმცა ეს არის მისი პირველი საჯაროდ გამოცხადებული ინვესტიცია კიბერსპორტში.
Enthusiast Gaming-ი დაფუძნდა 2014 წელს და არის კიბერსპორტული და მედია ჰოლდინგი, რომელიც ფლობს რამდენიმე კიბერსპორულ და გეიმინგ აქტივს, მათ შორის Luminosity Gaming-ს, Call of Duty League-ის ფრანჩაიზ Seattle Surge-ს, Overwatch League-ის გუნდ Vancouver Titans-ს, ბლოკჩეინის თამაშ EV.IO-ს და მრავალ გეიმინგ ვებგვერდს.
Enthusiast Gaming-ის დროებითმა გენერალურმა დირექტორმამ და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ადრიან მონტგომერიმ განაცხადა: “ეს სტრატეგიული ინვესტიცია მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს ფინანსურ პოზიციას, უზრუნველყოფს $20 მილიონ დამატებით ლიკვიდობას, რაც საშუალებას მოგვცემს დავაჩქაროთ ჩვენი ხედვის განხორციელება, გავაერთიანოთ გეიმინგის განები გლობალური მასშტაბით და მივაწოდოთ განსაკუთრებული გამოცდილება ჩვენს პარტნიორებსა და ქომიუნითის.
ჩვენ მოხარულები ვართ Beedie Capital-თან პარტნიორობით, რომლის რეპუტაცია და წარმატებული ისტორია მაზრდი კომპანიების მხარდაჭერაში შეუდარებელია.“
უახლეს ფინანსურ ანგარიშგებაში Enthusiast Gaming-მა განაცხადა CAD$1.3 მილიონიანი დანაკარგის შესახებ Q1 2024-ისთვის, ბრუნვა კი CAD$23.3 მილიონს გაუტოლდა.