თამაშების დეველოპერმა Riot Games-მა გამოაცხადა, რომ მომავალი წლის League of Legends-ის APAC ლიგა ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში გაიმართება.
მომავალი წელს დანიშნული APAC ლიგა გააერთიანებს გუნდებს ვიეტნამიდან, ჰონგ-კონგიდან, ტაივანიდან, მაკაოდან, იაპონიიდან, ოკეანიიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სხვა ნაწილებიდან, რითაც შეცვლის ამჟამინდელ ოთხ ლიგას, რომელიც ამ რეგიონებში ტარდება.
Riot Games-მა გამოაცხადა, რომ ახალი ლიგის ჩატარების ადგილი იქნება ტაიბეი. ტაივანი არის რეგიონი, რომელსაც დიდი ისტორია აქვს ამ თამაშში. Taipei Assassin-მა მოიგო League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის მეორე სეზონში, ხოლო ისტორიული ტაივანური ორგანიზაცია Flash Wolves გამოირჩეოდა ინტერნაციონალური შემადგენლობით, რომელშიც შედიოდნენ SwordArt-ი, Maple-ი და Karsa.
როგორც წინა თვეში გამოქვეყნებული პოსტიდან გახდა ცნობილი, APAC ლიგის ფორმირება და “tier-1” გუნდების რაოდენობის შემცირება მიზნად ისახავს შემოსავლების უკეთ განაწილებას ნაკლებ გუნდს შორის, რაც გაზრდის თითოეული გუნდის შემოსავალს.
პირველადი ანონსის შემდეგ, Riot Games-მა გამოაქვეყნა რამდენიმე ახალი დეტალი APAC ლიგის სტრუქტურის შესახებ. რვაგუნდიან ლიგაში ადგილები გაიყოფა ორ ქვეჯგუფად: პარტნიორული ადგილები და სტუმარი ადგილები, რომლებიც იქნება გახსნილი ამოსვლის/გავარდნის სისტემისთვის ყოველი სეზონის ბოლოს. პარტნიორული გუნდების შერჩევა მოხდება “მკაცრი პროცესის“ მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ოთხი პარტნიორი გუნდის მუდმივ ადგილს ლიგაში, როგორც ეს ხდება Riot-ის VALORANT Champions Tour-ის ლიგებში.
ლიგაში ადგილს ორი გუნდი მოიპოვებს “კონკურენტული შედეგების“ მეშვეობით; ერთი გუნდი PCS პლეიოფიდან შეირჩევა, მეორე კი VCS პლეიოფიდან. ადგილს მიიღებს შესაბამისი ტურნირის ყველაზე მაღალ ადგილას გასული არაპარტნიორი გუნდი. VCS ტურნირში მხოლოდ ვიეტნამის გუნდები თამაშობენ, PCS პლეიოფი კი მოიცავს აზია-წყნარი ოკეანის გუნდებს, ასევე იაპონიის LJL-ისა და ოკეანიის LCO-ს კვალიფიკაციაში გამარჯვებულ წარმომადგენლებს.
Riot Games-ის ბლოგ პოსტში აღნიშნულია, რომ APAC ლიგის ბოლო ორი ადგილს მიიღებენ მოწვეული გუნდები, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან წარმომადგენლობას და ხელს შეუწყობს უფრო ინკლუზიურ და კონკურენტულ გარემოს.