TALON-მა პარტნიორობა გააფორმა Certified Saudi Arabia-თან და XP.GG-თან

წყარო: TALON-ი

ჰონგ კონგში დაფუძნებულმა კიბერსპორტულმა ორგანიზაცია TALON-მა გამოაცხადა ორი ახალი პარტნიორობის შესახებ: ტანსაცმლის ბრენდ Certified Saudi Arabia-თან და ბლოკჩეინ კომპანია Perion Labs-თან.

მეორე გარიგება ფოკუსირდება XP.GG-ზე, Perion Labs-ის ახალ გეიმინგ პლატფორმაზე, რომელიც აჯილდოებს მომხმარებლებს, რომლებიც გარკვეულ თამაშებს თამაშობენ.

XP.GG გაიხსნება 1 აგვისტოს, და თავდაპირველად წარმოდგენილი იქნება Counter-Strike 2, Fortnite და Overwatch. პრეს-რელიზის მიხედვით, პროექტის უნივერსალური “საბრძოლო საშვი” შესთავაზებს მოთამაშეებს შესაძლებლობას მიიღონ პრიზები გარკვეულ თამაშებში კარგად ასპარეზობისთვის.

სასტარტო სეზონის პრიზები მოიცავს ისეთ ჯილდოებს, როგორიცაა გეიმინგ კომპიუტერი, Fortnite-ის თემატური Secret Labs-ის გეიმინგ სავარძელი, PS5, CS2-ის დანა და სხვა ნივთები. XP.GG-მ განაცხადა, რომ პრიზების ღირებულება გაიზრდება ყოველ ახალ სეზონში.

TALON-ის გენერალურმა დირექტორმა შონ ჩანგმა კომენტარებში აღნიშნა: “მოხარული ვართ, რომ XP.GG-სთან ვახერხებთ თანამშრომლობას. ესაა პლატფორმა, რომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს და სურვილს დავაჯილდოვოთ მოთამაშეები და გავზარდოთ მათი ჩართულობა, რაც გეიმინგ ქომიუნითის ზრდას შეუწყობს ხელს“.

ამავდროულად, TALON-ის პარტნიორობა Certified Saudi Arabia-თან მოიცავს ბრენდების თანამშრომლობას ორი მაისურისა და ერთი ჰუდის შესაქმნელად. პრეს-რელიზის მიხედვით, კოლექცია შთაგონებულია TALON-ის ლოგოთი და ასევე ქორით, რომელიც არის საუდის არაბეთის ეროვნული ფრინველი.

TALON x Certified Saudi Arabia კოლექცია ოფიციალურად 29 ივლისს გაეშვა, რაც ემთხვევა Esports World Cup-ს, მრავალთამაშიან კიბერსპორტულ ივენთს, რომელიც საუდის არაბეთის მთავრობის მხარდაჭერით ტარდება. TALON-ს Esports World Cup-ზე სამი გუნდი წარმოადგენს, PUBG-ში, Starcraft 2-სა და Rainbow 6 Siege-ში.

TALON-ის კოლაბორაცია ტანსაცმლის ბრენდთან განხორციელდა საუდის არაბეთის გეიმინგ კონსალტინგ კომპანია Hawk Gaming Group-ის მეშვეობით.

Certified Saudi Arabia-ს თანადამფუძნებელმა, იბრაჰიმ ალ დამეგმა, აღნიშნა: “TALON Esports-თან თანამშრომლობა საოცარი გამოცდილება იყო.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობთ Esports World Cup-ის აღნიშვნაში რიადში ამ ლიმიტირებული კოლექციის გამოშვებით. ჩვენი დიზაინები მიზნად ისახავს შთაგონება მოუტანოს როგორც კიბერსპორტის ქომიუნითის, ასევე მოდის მოყვარულებს.“

LATEST NEWS