Asphalt Legends Unite და Ferrari ახალ კიბერსპორტულ სერიას იწყებენ

წყარო: Asphalt Legends Unite, Ferrari

სარბოლო თამაშ Asphalt Legends Unite-ის დეველოპერმა და გამომცემელმა Gameloft-მა გააფორმა პარტნიორობა იტალიურ საავტომობილო ბრენდ Ferrari-სთან.

შედეგად, ორივე მხარე გამართავს კიბერსპორტულ ივენთს სახელწოდებით Ferrari HP Esports Asphalt Series, რომელიც იქნება ღია ყველა მოთამაშისთვის.

ტურნირი იქნება Asphalt Legends Unite-ის პირველი კიბერსპორტული შეჯიბრი და გამოიყენებს მის კროს-პლატფორულ შესაძლებლობებს, რათა ყველა მოთამაშეს მისცეს მონაწილეობის მიღების საშუალება. 15 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე მოთამაშეები შეძლებენ ოთხ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობას და Ferrari-ს სხვადასხვა მოდელის მოსინჯვას.

ჯამში ოთხი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიმართება, და თითოეულიდან ორი ყველაზე სწრაფი მოთამაშე შეეჯიბრება ერთმანეთს ესპანურ ქალაქ სალოუს PortAventura World-ში მდებარე Ferrari Land Barcelona-ში. მოთამაშეები იბრძოლებენ €20 000-იანი საპრისო ფონიდის წილისთვის, და ასევე დაჯილდოვდებიან €5 000-ს ღირებულების Ferrari-ს თემატური პრიზებით.

Ferrari კიბერსპორტის სამყაროში, და განსაკუთრებით ავტოსიმულატორებში, დიდი ხანია ჩართული. 2024 წლის ივნისში ბრენდმა გამოაცხადა Ferrari HP Esports Series-ის დაბრუნების შესახებ, რომლის LAN-ფინალი გაიმართება აბუ დაბიში. ტურნირი ტარდება Assetto Corsa, Assetto Corsa Competizione და iRacing პლატფორმებზე და სთავაზობს მოყვარულ სიმ-მრბოლელებს შესაძლებლობას შეუერთდნენ მის კიბერსპორტულ გუნდს.

Gameloft-ისთვის Ferrari-სთან თანამშრომლობა არის მეორე კიბერსპორტული ინიციატივა, რომელიც დეველოპერმა და გამომცემელმა დაგეგმა 2024 წლისთვის. Asphalt Legends Unite არის Snapdragon Pro Series-ის ნაწილი, რომელიც არის ESL FACEIT Group-ის მიერ ორგანიზებული მობილური კიბერსპორტული სერია. 2024 წლის გლობალური ფინალი 25 აგვისტოს gamescom-ზე გაიმართება.

კამილო პოლიმენიმ, Gameloft Barcelona-ს უფროსმა პარტნიორობების პროექტის მენეჯერმა, განაცხადა: “Ferrari HP Esports Asphalt Series არის მნიშვნელოვანი ევოლუცია ჩვენი ფრენჩაიზისთვის და აერთიანებს ყველა ჩვენს მოთამაშეს ერთ შეჯიბრში თამაშის კროს-პლატფორული შესაძლებლობების წყალობით.

Ferrari-სთან პარტნიორობა ასეთი მნიშვნელოვანი ივენთისთვის არის ოცნების ასრულება. ეს დაეხმარება არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო Asphalt-ის მოთამაშის აღმოჩენას, არამედ საშუალებას მისცემს ჩვენს ყველა მოთამაშეს შეეხონ Ferrari-ს ყველაზე საკულტო ავტომობილებს“.

LATEST NEWS