ხვალ გერმანიის ქალაქ კიოლნში მსოფლიოში უდიდესი თამაშების გამოფენა და კონფერენცია gamescom-ი იწყება. წელს Koelnmesse-ს სივცე რეკორდულ ვიზიტორთა რაოდენობას უმასპინძლებს 21-დან 25 აგვისტომდე.
gamesom-ი ოფიციალურად გაიხსნება Opening Night Live ტრანსლაციით, რომელსაც ტრადიციულად ჟურნალისტი და წამყვანი ჯეფ კილი გაუძღვება.
ამ ყველაფერს SMH Global-ის მხარდამჭერით Esports Insider Georgia-ს და Eurasia-ს მთავარი რედაქტორი ელიზბარ რამაზაშვილი დაესწრება. მას დაგეგმილი აქვს დემოები და ინტერვიუები ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა GSC Game World, Owlcat, Embracer Group. Atari, PlayStation, Esports Charts, SNK, და მრავალი სვხვა. ის დაფარავს ისეთ თამაშების ჩვენებებს, როგორიცაა S.T.A.L.K.E.R. 2: Heart of Chornobyl, Phantom Blade Zero, Crimson Desert, Mecha BREAK, Warhammer 40,000: Rogue Trader, გატესტავს BMW X3-ის გასართობ სისტემას, მოსინჯავს ახალ რულებს და კონტროლერებს, და გაესაუბრება გეიმინგის და კიბერსპორტის წამყვან ფიგურებს.
ამ ყველაფრის ნახვას და წაკითხვას თქვენ ESI Georgia-სა და ESI Eurasia-ს საიტებზე შეძლებთ.