GeoGuessr World Cup 2024-ს მაყურებლების შთამბეჭდავმა რაოდენობამ უყურა

წყარო: GeoGuessr

GeoGuessr World Cup 2024-მა, რომელიც გეოგრაფიის ცოდნაზე დაფუძნებული თამაშის GeoGuessr-ის ყველაზე დიდი კიბერსპორტული ივენთია, 250,000-ზე მეტი მაყურებელი მიიზიდა.

Esports Charts-ის მონაცემებით, შვედეთში ჩატარებულ GeoGuessr World Cup 2024-ზე პიკში 254,000 მაყურებელი დაფიქსირდა, რაც მის 2023 წლის მაჩვენებელს სამჯერ აღემატება.

ტურნირი, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, 2023 წელს დაფუძნებული GeoGuessr World Cup-ის მეორე ივენთი იყო. ტურნირმა ყველა შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბა: გასულ წელს მაყურებლების პიკმა 71,000 შეადგენდა. 2024 წლის მსოფლიო თასზე საშუალო მაჩვენებელი 59,000 იყო, რაც საგრძნობლად მაღალია 2023 წლის 25,240 მაყურებელთან შედარებით. ჯამში, 2024 წლის მსოფლიო თასის ნახვებმა დაახლოებით 1.56 მილიონი საათი შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ ფართო კიბერსპორტის ფარგლებში GeoGuessr-ი არ მოიაზრება ტრადიციულ კიბერსპორტულ დისციპლინად, მას საკმაოდ ძლიერი სცენა აქვს. თამაშის მთავარი მიზანი არის მსოფლიო რუკაზე ადგილმდებარეობის გამოცნობა.

საინტერესოა, რომ კიბერსპორტული სცენის სწრაფი ზრდის შედეგად GeoGuessr World Cup 2024-მა მაყურებლების მაჩვენებლით ისეთ მნიშვნელოვან კიბერსპორტულ ივენთებს აჯობა, როგორიცაა League of Legends-ის LCS Spring 2024 (246,184 მაყურებელი), Call of Duty League 2024: Stage 1 Major-ი (245,437 მაყურებელი) და Halo Championship Series 2024: Arlington Major-ი (109,670 მაყურებელი).

ტურნირმა ყველა მეტრიკაში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა, მაგრამ აუდიტორიის ზრდის მიუხედავად, საპრიზო ფონდი შედარებით მცირე დარჩა – პლეი-ოფის ეტაპზე გამარჯვებულ მოთამაშეებს მხოლოდ $50,000 გადაეცათ. ღონისძიება გაიმართა Stockholm City Hall-ში, რომელიც ცნობილია ნობელის პრემიის დაჯილდოების მასპინძლობით.

GeoGuessr-ის კიბერსპორტის განვითარება პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც ბევრი სტრიმერი და კონტენტ-მეიქერი დაინტერესდა ამ თამაშით. ამან ხელი შეუწყო 2023 წელს კიბერსპორტული ტურნირის შექმნას, რომელმაც მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა.

2024 წელს GeoGuessr-მა გააფართოვა თავისი მსოფლიო თასი და გააძლიერა თანამშრომლობა Black Molly Entertainment-თან სამომავლო განვითარებისთვის.


LATEST NEWS