ჩრდილოამერიკულმა კიბერსპორტელმა ორგანიზაცია Complexity-მ თანამშრომლობა გააფორმა GLYTCH Energy-თან ახალი ენერგეტიკული სასმელის ფხვნილის გამოსაშვებად.
ახალი სასმელი, სახელწოდებით Complexity Clutch, გაიყიდება Walmart-ის ონლაინ მაღაზიაში, ასევე GLYTCH-ის ონლაინ მაღაზიასა და სხვა საცალო მაღაზიებში შეერთებულ შტატებში.
ახალი ენერგეტიკული სასმელი არის მჟავე ციტრუსის არომატის ფხვნილი, GLYTCH-ის სხვა პროდუქტების მსგავსად. GLYTCH-ი დაარსდა 2020 წელს და კონკურენციას უწევს ADVANCED-სა და სხვა ამერიკულ ენერგეტიკული სასმელებისა და ფხვნილების მწარმოებლებს. ენერგეტიკულ სასმელებთან ერთად, GLYTCH აწარმოებს საკვებ დანამატებს და სხვადასხვა საქონელს, მათ შორის მაისურებს, სპორტულებს, ფეხსაცმელსა და სურნელოვან სანთლებს.
Complexity Clutch-ის ენერგეტიკული სასმელის რეკლამა ასევე გამოჩნდება Complexity-ის ციფრულ არხებში, მათ შორის კომპანიის კონტენტ-მეიქერების სტრიმების დროსა და ლაივ ივენთებზე. სასმელის ბრენდინგი ასევე გამოჩნდება Complexity-ის CS 2-ის, Apex Legends-ის, Rocket League-ის, Halo Infinite-ის და Madden 25-ის გუნდების მაისურებზე.
კიბერსპორტული ბრენდებისთვის ენერგეტიკული სასმელების წარმოება საინტერესო ნაბიჯია შემოსავლების დივერსიფიციისთვის. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ფანების ის უზარმაზარი რაოდენობა, რომლებიც ჰყავთ დიდ კიბერსპორტულ გუნდებს. ცოტა ხნის წინ კიდევ ერთმა ჩრდილოამერიკულმა ბრენდმა, Sentinels-მა, შექმნა ენერგეტიკული ფხვნილი Hopium ADVANCED-თან ერთად. FaZe Clan-მა გამოუშვა ენერგეტიკული სასმელი GHOST-თან თანამშრომლობით.
ორგანიზაცია 100 Thieves-ი სხვა გზით წავიდა და შექმნა საკუთარი ენერგეტიკული სასმელის ბრენდი, Juvee, გარე კომპანიებთან თანამშრომლობის გარეშე. გაშვებიდან ორი წლის შემდეგ Juvee იყიდა ლუდსახარშმა Sprecher Brewing-მა.