WayForward Technologies არის ამერიკული სტუდია, რომელიც 30 წელზე მეტია არსებობის და ამ დროის განმავლობაში მან გამოუშვა უამრავი კრიტიკულად და კომერციულად წარმატებული პროექტი, კლასიკად აღიარებული თამაში და ბევრი სხვა.
სტუდიის უახლესი თამაშია Yars Rising — “side-scrolling” ექშენი, რომელიც ჩვენ gamescom-ზე ვითამაშეთ.
Yars Rising არის Yars-ის სეთინგის ნაწილი. სერიაში პირველი თამაში, Yars’ Revenge, გამოვიდა 1982 წელს Atari 2600-ზე — ისაა ფუტურისტული “rail” შუტერი ენერგიის მშთანთქავი უცხოპლანეტელების შესახებ. შემდეგ გამოვიდა Yar’s Revenge (2011) — ორიგინალის რებუთი და Yars: Recharged — “twin stick” შუტერი. Yars Rising მნიშვნელოვნად განსხვავდება მათგან, ის არის “side-scrolling” ექშენი პლატფორმინგის ელემენტებით.
ამჯერად ჩვენი გმირი, ჰაკერი იარსი, ებრძვის ბოროტ კორპორაციას, რომლის სისტემის გატეხვაც ევალება. თუმცა, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი იყო, და ჩვენ უნდა დავეხმაროთ იარსს ციხიდან გაქცევაში — თავსატეხების ამოხსნით, პლატფორმინგით, რობოტების განადგურებით და მისი დნმ-ის შეცვლით აფგრეიდების მისაღებად.
ამ აფგრეიდების მისაღებად ჩვენ უნდა იპოვოთ განახლების ტერმინალები და მინი-თამაშის მეშვეობით გავტეხოთ ისინი. ეს მინი თამაში ერთგვარი რევერანსია ორიგინალი Yars’ Revenge-ის მისამართით. ზოგადად თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცავს ამ ტერმინალების პოვნას ცვალებად ლოკაციებში.
რა თქმა უნდა, ბრძოლებიც თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია. Gamescom-ზე, WayForward-ის კრეატიულმა დირექტორმა ჯეიმს მონტანამ გვაჩვენა საბრძოლო სისტემა. მან ჩატვირთა ერთ-ერთ ბოსთან ბრძოლა, რომელიც თამაშის საკმაოდ გვიან ეტაპზე ხდება. ეს ძალიან კარგი დემონსტრაცია იყო იმისა, თუ როგორ გარდაქმნიან გეიმპლეის აფდეითები — თამაში ძალიან განსხვავდებოდა პირველი დონის ფრთხილი გეიმფლეისაგან: აქ ჩვენ უკვე ნამდვილ შეტევაზე გადავედით.
კიდევ ერთხელ მინდა ჯეიმს მონტანას გამოყოფა — ის ამ თამაშის მიმართ სიყვარულით იყო აღსავსე. მას ძალიან უხაროდა როდესაც რაიმე საინტერესო დეტალს ვამჩნევდი ან რაიმე განსაკუთრებულს ვახერხებდი თამაშში. ყოველთვის სასიამოვნოა, როცა დეველოპერებს ასე უყვართ საკუთარი ნამუშევარი. ჩვენ მთელი გულით ვგულშემატკივრობთ მათ წარმატებას.
Yars Rising გამოდის მომავალ კვირას და ჩვენ მას გულითად რეკომენდაციას ვუწევთ. მისი დასაწყისი შეიძლება ნელი ჩანდეს, მაგრამ ეს თამაში ნამდვილად აფასებს მოთმინებასა და ცნობისმოყვარეობას!