ფაიტინგ თამაშების უდიდესმა ივენთმა, Evolution Championship Series-მა (Evo), გამოაცხადა 2025 წლის საფრანგეთის ტურნირის თამაშები.
Evo France 2025-ზე, რომელიც ნიცაში გაიმართება, ექვსი თამაში იქნება წარმოდგენილი: Street Fighter 6, Tekken 8, Guilty Gear -Strive-, Dragon Ball FighterZ, Granblue Fantasy Versus Rising და FATAL FURY: City of the Wolves.
აღსანიშნავია, რომ NetherRealm Studios-ის მიერ შექმნილი და Warner Bros. Games-ის მიერ გამოცემული თამაში Mortal Kombat 1 ივენთის სიაში არ არის.
განცხადება 27 ოქტომბერს გაკეთდა საფრანგეთში Paris Games Week-ზე, სადაც Evo-მ ასევე წარადგინა Guilty Gear -Strive–ის პროდიუსერი კენ მიაუჩი, რომელმაც თამაში განიხილა და Dragon Ball FighterZ-ის შოუ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
Mortal Kombat 1-ის სიაში არყოფნა ბევრისთვის შოკისმომგვრელი იყო, რადგან Mortal Kombat-ის ტურნირები Evo-ზე ტრადიციულად წარმოდგენილია. Nintendo-ს Super Smash Bros-იც ისევ არ იქნება ტურნირზე.
მიუხედავად Mortal Kombat-ის არყოფნისა, ტურნირზე კვლავ წარმოდგენილია ფანების ფავორიტი თამაშები, როგორიცაა Street Fighter-ი და Tekken-ი. ასევე, სიაში მოხვდა FATAL FURY: City of the Wolves, რომელიც ჯერ არ გამოსულა და მოთამაშეებისთვის 2025 წლის აპრილში გახდება ხელმისაწვდომი.
2025 წლის Evo ღონისძიება ნიცაში გაიმართება და გახდება ამ ფორმატის პირველი ევროპული ტურნირი.