გეიმ დეველოპერმა Riot Games-მა გამოაცხადა 2024 წლის League of Legends-ის მსოგლიო ჩემპიონატის ფინალის გახსნის ცერემონიის შემსრულებლები.
ფინალის დაწყებამდე, რომელიც ლონდონის O2 არენაზე 2 ნოემბერს გაიმართება, გახსნის ცერემონიაზე Linkin Park-ი, Ashnikko, Forts-ის Mars Atlas-ი და ტიფანი არისი სიმღერებით წარდგებიან. მათ შორის იქნება Worlds 2024-ის ჰიმნი, Heavy Is The Crown-ი.
წლევანდელი League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატი ევროპაში იმართება: საწყისი ეტაპები გერმანიაში ჩატარდა, შემდეგ ტურნირმა საფრანგეთში გადაინაცვლა მეოთხედფინალებისა და ნახევარფინალებისთვის, ფინალი კი ლონდონის O2 არენაზე 2 ნოემბერს გაიმართება.
League of Legends-ის გახსნის ცერემონიები უკვე დიდი ხანია მოლოდინის ნაწილი გახდა. წინა წლებში მათზე ისეთი არტისტები წარდგნენ, როგორებიც არიან Imagine Dragons-ი, კრისი კოსტანზა, Lil Nas X-ი და New Jeans-ი. ამ წელს ცერემონიაზე League of Legends-ის წლევანდელ სეზონთან დაკავშირებულ სიმღერებს შეასრულებენ.
საღამოს მთავარი შემსრულებელი Linkin Park-ი იქნება, რომელიც Worlds 2024-ის ჰიმნს, Heavy is The Crown-ს, შეასრულებს. გარდა ამისა, Ashnikko შეასრულებს Paint The Town Blue-ს, რომელიც Riot Games-ის სერიალის, Arcane-ის ახალი სეზონიდანაა.
Forts-ის წევრი Mars Atlas-ი და ტიფანი არისი ასევე წარდგებიან სცენაზე და შეასრულებენ Still Here-ს, რომელიც League of Legends-ის ფანებისთვის ცნობილი გახდა 2024 წლის სეზონის გახსნის ვიდეოდან.
Worlds 2024-ის ფინალში მოქმედი ჩემპიონი T1-ი დაუპირისპირდება Bilibili Gaming-ს, რაც გაიმეორებს 2023 წლის Mid-Season Invitational-ის ქვედა ბრაკეტის ფინალს, რომელიც ასევე ლონდონში გაიმართა. ივენთი წარმატებულია მაყურებლობის თვალსაზრისითაც: Esports Charts-ის მიხედვით, მაყურებელთა პიკმა 5 მილიონს მიაღწია და ეს ტურნირი ერთ-ერთ ყველაზე ყურებად კიბერსპორტულ მოვლენად იქცა.
Riot Games-მა ასევე დაადასტურა, რომ 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩინეთში გაიმართება.