ბრიტანული ლუქს კლასის ავტომობილების ბრენდ Aston Martin-ის ფორმულა 1-ის გუნდმა, Aston Martin Aramco F1 Team-მა, დააანონსა პრემიალური F1 სიმულატორების შეზღუდული სერია.
ეს სიმულატორები ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისთვის შეზღუდული რაოდენობით და მათი ფასი £70,000-დან £100,000-მდე მერყეობს. სიმულატორი მოიცავს ყველაფერს, რაც სიმ რეისინგისთვისაა საჭირო: კომპიუტერს, საჭეს, პედლებს და მოძრაობის ტექნოლოგიას.
ეს სიმულატორი ბევრად უფრო მიახლოებულია ნამდვილ მანქანასთან ვიდრე ნებისმიერი სხვა ფართოდ ხელმისაწვდომი სიმულატორი. ისი შექმნილია Memento Exclusives-ის მიერ, რომელიც სპეციალიზებულია ფორმულა 1-ის და სხვა სპორტული აქსესუარების შექმნაში. Aston Martin F1 გუნდთან პარტნიორობა მიზნად ისახავს სიმულატორისთვის მაქსიმალური რეალიზმის მისაღწევად. მომხმარებლები მიიღებენ მანქანის კორპუსს Aston Martin-ის სრული “ლივრეით” და ფერებით. მათ ასევე შეეძლებათ აირჩიონ მრბოლელის ბრენდინგი — ფერნანდო ალონსოს ან ლანს სტროლის.
სიმულატორი მხოლოდ მაღალი დონის კომპონენტებითაა აწყობილი, როგორიცაა მაღალი დონის გეიმინგ კომპიუტერი, AOC-ის 49 ინჩიანი მრუდე დისპლეები, სპიკერები, პედლები, საჭე და საჭის ბაზა. სიმულატორი შეიძლება შეკვეთილი იყოს ცხვირის კონუსით ან მის გარეშე, და ასევე მოძრაობის მექანიზმით.
მეთ ჩაპმენმა, Aston Martin Aramco Formula One Team-ის ლიცენზირების და მერჩენდაიზის ხელმძღვანელმა, აღნიშნა: “ეს მართლაც საინტერესო თანამშრომლობაა ჩვენს პარტნიორ Memento Exclusives-თან, რომელიც ფორმულა ერთის სამყაროს სიმ-მრობოლელებისთვის, კოლექციონერებისთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის აცოცხლებს. სიმულატორის ვიზუალი და მოძრაობის ეფექტი კი უფრო მეტად აცოცხლებს ამ გამოცდილებას.”
Aston Martin ერთადერთი ფორმულა 1-ის გუნდი არაა, რომელიც Memento Exclusives-თან მუშაობს მსგავს სიმულატორებზე — Red Bull, Williams და სხვა გუნდებიც გვთავაზობენ მსგავს მოდელებს. Aston Martin-ის მოდელის ფასი £70,000-დან იწყება, ხოლო Red Bull Championship-ის გამოცემა £100,000-ს აღწევს.