Team Vitality აგრძელებს პარტნიორობას Tradeit-თან

წყარო: ESL FACEIT Group, Michal Konkol

წამყვანმა ფრანგულმა კიბერსპორტულმა ორგანიზაციამ, Team Vitality-მ, გააგრძელა პარტნიორობა სკინების ვაჭრობის საიტ Tradeit-თან.

პარტნიორობის გაგრძელება გამოცხადდა რამდენიმე სოციალური მედიის პოსტით. Tradeit კვლავ იქნება Counter-Strike 2-ის გუნდის ოფიციალური სკინების ვაჭრობისა და ბაზრის პარტნიორი და, ამავდროულად, გეგმავს ფანებისთვის მეტი შესაძლებლობის შეთავაზებას. გარიგების ფინანსური პირობები არაა ცნობილი.

პარტნიორობის შესახებ Esports Insider-ისთვის გაკეთებულ კომენტარში Team Vitality-მ დაადასტურა, რომ პარტნიორობა გაგრძელდება 2025 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებამდე.

2013 წელს დაფუძნებული Team Vitality ევროპაში წამყვან კიბერსპორტულ ორგანიზაციად ითვლება. 2022 წელს ვენჩურული კაპიტალის ფონდმა rewired.gg-მ ორგანიზაცია €50 მილიონით დაფინანსება, რომელიც ტალანტებზე ორიენტირებული განვითარებისკენაა მიმართული. ფრანგულმა კლუბმა აქტიურად გააფართოვა თავისი საქმიანობა კიბერსპორტის სხვადასხვა სფეროში და ამჟამად წარმოდგენილია უმეტეს პოპულარულ თამაშში, როგორებიცაა League of Legends-ი, COD-ი, Counter-Strike 2, Rocket League, VALORANT-ი, EA FC, Starcraft-ი, Street Fighter-ი, Mobile Legends: Bang Bang-ი და Tekken 8.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ წელს რამდენიმე ახალი თამაშის კიბერსპორტში შევიდა მას შემდეგ, რაც დაადასტურდა მისი მონაწილეობა Esports World Cup Foundation Club Support Program-ში და კლუბმა მიიღო დამატებითი ფინანსური მხარდაჭერა ახალი თამაშებია შესასწავლად და კონტენტის გასაძლიერებლად.

Team Vitality ასევე დაპარტნიორებულია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Tezos-ი, hummel-ი, KIA, Cherry XTRFY, EVNIA, Kingston FURY, Secretlab-ი, Abios-ი და ALDI.

LATEST NEWS