თამაშების გამომცემელი Electronic Arts-ი და ინგლისის პრემიერ ლიგა 2024/25 სეზონისთვის ePremier League-ის დაბრუნებას აანონსებენ.
ჩემპიონატი გაიმართება EA SPORTS FC 25 პლატფორმაზე, სადაც მოთამაშეები £100,000-ის საპრიზო ფონდისთვის იბრძოლებენ. გარდა ამისა, მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მოიპოვონ საკვალიფიკაციო ადგილები eChampions League-სა და FC Pro World Championship-ზე.
ტურნირი ნოემბრის ბოლოს დაიწყება და 2025 წლის მარტამდე გაგრძელდება და ePremier League-ის მეშვიდე სეზონი გახდება. ეს კიბერსპორტული შეჯიბრი მოიცავს რამოდენიმე ეტაპს, სადაც განისაზღვრება კლუბების წარმომადგენლები და გუნდები, რომლებიც ფინალში იბრძოლებენ.
16 წელზე უფროსი ბრიტანეთის რეზიდენტები შეძლებენ რეგისტრაციას და მონაწილეობას ონლაინ შესარჩევ ტურნირებში, რომლებიც ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. შემდეგ, 2025 წლის იანვარში, საკლუბო პლეი-ოფები დაიწყება, რათა გამოვლინდნენ ის მოთამაშეები, რომლებიც 20 პრემიერ ლიგის კლუბს წარადგენენ. თითოეული კლუბი Xbox X|S და PS5 კონსოლების თითო მოთამაშით იქნება წარმოდგენილი.
საკლუბო პლეი-ოფების დასრულების შემდეგ, ePremier League-ის ივენთი მარტში გაიმართება და დაიწყება ePremier League-ის ჯგუფური ეტაპებით, სადაც ოთხი გუნდი ფინალზე მოსახვედრ საკვალიფიკაციო ადგილს მოიპოვებს. დარჩენილი 16 კლუბი კი პლეი-ოფის ეტაპზე იბრძოლებს დარჩენილი ოთხი ადგილისთვის. ფინალი 23 მარტს გაიმართება.
წინა წლებთან შედარებით, EA FC-ის კიბერსპორტული სერია მიზნად ისახავს ნიჭიერი მოთამაშეებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნას, რათა მათ 2025 წლის FC Pro World Championship-ზე გასვლის შანსი მიეცეთ. გარდა ePremier League-ის გამარჯვებულისა, რომელიც FC World Championship-ზე პირდაპირ ადგილს მოიპოვებს, გაფართოებული FC Pro Open პროგრამის მონაწილეები $1 მლნ საპრიზო ფონდის წილისთვის იბრძოლებენ, რვა საუკეთესო მოთამაშე კი გლობალურ ივენთზე მოხვდება.