კორეული T1-ი League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონია

წყარო: Colin Young-Wolff / Riot Games

ლონდონის O2 Arena-ზე შაბათს League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა T1-მა შეძლო ტიტულის დაცვა BLG-ს წინააღმდეგ.

კორეელებმა დაძაბულ მატჩში 3:2 გაიმარჯვეს და მეხუთედ გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები.

მატჩის წინ ექსპერტების შეფასებით T1-ის და BLG-ს შანსები თანაბარი იყო, მაგრამ ფანებმა 80%-20% უპირატესობა კორეულ გუნდს მიანიჭეს.

პირველი გეიმი ჩინური გუნდის უპირატესობით დაიწყო კორეელების ადრეული შეცდომების ხარჯზე. მათ ეს უპირატესობა მეთოდურად განავითარეს და არანაირი შანსი არ დაუტოვეს T1-ს – სწრაფი გამარჯვება 27 წუთში.

მეორე გეიმში იგივე სცენარით განვითარდა, მაგრამ ამჯერად უპირატესობა კორეელების მხარეს იყო და მათ იგივე 27 წუთი დახარჯეს BLG-ს დასამარცხებლად.

მესამე გეიმი ისევ ჩინელებმა მოიგეს: მათ ტაქტიკურად მოახრჩეს კორეელების რუკაზე რაიმე ობიექტის აღების ყველა მცდელობა და კიდევ უფრო დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

მეოთხე გეიმში ჩინელებს მატჩ პოინტი ჰქონდათ, და მატჩის მსვლელობა მათ ასევე უწყობდა ხელს, მარგამ კორეელთა უცვლელმა ლიდერმა და League of Legends-ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე ლი “Faker” სან-ჰიოკმა გადაწყვიტა, რომ ის არ აპირებს წაგებას. მან ზედიზედ რამდენიმე წარმოუდგენელი ფლანგური შეტევა მოახდინა, რის შედეგადაც გუნდმა რუკაზე ყველა საჭირო ობიექტი აიღო და საბოლოო გამარჯვებასაც მიაღწია.

მეხუთე, გადამწყვეტ გეიმში Faker-მა აირჩია პერსონაჟი გალიო, რომლითაც მან უკვე დაამარცხა ჩინეთის ჩემპიონი შვიდი წლის წინ. ისტორია წელსაც განმეორდა – მან თამაში არაჩვეულებრივი დონე აჩვენა და გადაწყვეტ მომენტებში კრიტიკული უპირატესობა მოუტანა გუნდს.

T1-ი League of Legends-ის მსოფლიო ჩემპიონია! ამ კორეულმა გუნდმა და ლი “Faker” სან-ჰიოკმა თოთხმეტი გამართული ჩემპიონატიდან შვიდჯერ გავიდა ფინალში, საიდანაც ხუთი მოიგო. 2024 წლის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ Faker-ი დასახელდა.

Esports Charts-ის ინფორმაციით, ეს ფინალი კიბერსპორტის ისტორიაში ყველაზე ნახვადი მატჩი გახდა – მას პიკში 6.94 მილიონმა მაყურებელმა უყურა, მაყურებელთა საშუალო რაოდენობამ კი 1.73 მილიონს მიაღწია.

მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩინეთში გაიმართება, ფინალი კი ქალაქ ჩენდუში ჩატარდება.

LATEST NEWS