გლობალურმა კიბერსპორტის ფედერაციამ გლობალური სოციალური გავლენის ინიციატივა წამოიწყო

წყარო: Global Esports Federation

გლობალურმა კიბერსპორტის ფედერაციამ (GEF) გამოაცხადა ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს გეიმინგ ქომიუნითის გაერთიანებას სოციალური სიკეთისთვის.

გლობალური სოციალური გავლენის ინიციატივა (GSII) გულისხმობს GEF-ის და მისი პარტნიორების მიერ პროგრამებისა და ინიციატივების სერიის შექმნას. პრეს-რელიზის მიხედვით, ეს პროექტები მიზნად ისახავს “სოციალური გავლენის“ უზრუნველყოფას, და წვლილს შეტანას “გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნებში“.

GSII დაიჭყება GEF-ის Global Impact Partners-ის მხარდაჭერით, რომლებიც დაეთანხმნენ პროგრამის მრავალწლიან პირობებს 2030 წლამდე მრავალმილიონიანი ინვესტიციით. პარტნიორებს შორის არიან კომპიუტერული აპარატურის მწარმოებელი Intel-ი, სპორტის მმართველი ორგანო Commonwealth Sport-ი, Infinite Reality, Rogue და Carolina Royal Ravens მმართველი კომპანია ReKT Global-ის მფლობელი, და სხვა მრავალი ორგანიზაცია.

პრეს-რელიზის მიხედვით, GSII ფოკუსირდება რამდენიმე მნიშვნელოვან სფეროზე, მათ შორის ციფრულ ტრანსფორმაციაზე, განათლებაზე, გარემოს მდგრადობაზე, თანასწორობაზე, მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზე, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, უნივერსალურ კავშირზე და ახალგაზრდულ დასაქმებაზე. იგი მიზნად ისახავს ამის განხორციელებას “მიზნობრივი ინიციატივებისა და მოქმედებისკენ მოწოდებების“ მეშვეობით და იმედოვნებს, რომ თავისი პარტნიორების გავლენას და წვდომას გამოიყენებს “მნიშვნელოვანი ცვლილებების“ მისაღწევად მის სფეროებში.

ინიციატივა გამოცხადდა UNESCO-ს Change the Game კონფერენციაზე, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ნაწილია.

ახალ ინიციატივაზე GEF-ის მთავარი გავლენის ოფიცერმა, თანოს კარაგრუნასმა, განაცხადა: “გლობალური სოციალური გავლენის ინიციატივის გაშვება გადამწყვეტი მომენტია გლობალური კიბერსპორტის ფედერაციის და მთელი #worldconnected საზოგადოებისათვის.

თამაშებისა და კიბერსპორტის ძალისა და მასშტაბის გამოყენებით, ჩვენ მიზნად ვისახავთ, შევქმნათ ხანგრძლივი, პოზიტიური ცვლილებები საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. ჩვენი გლობალური გავლენის პარტნიორები თამაშობენ გადამწყვეტ როლს ამ მისიაში და მათი ვალდებულება აჩვენებს კოლექტიური ქმედების პოტენციალს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში.“

LATEST NEWS