იტალიური საფეხბურთო კლუბის, Parma Calcio 1913-ის (პარმა) კიბერსპორტის განყოფილებამ გააფართოვა თავისი საქმიანობა და VALORANT-ში ქალთა გუნდი შექმნა.
პარმას VALORANT-ის ქალთა გუნდი ადგილობრივ და რეგიონალურ ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას, მთავარი აქცენტი კი Riot Games-ის Game Changers-ის სერიეაზე გაკეთდება.
პარმას VALORANT-ში შესვლა სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა, მას შემდეგ, რაც კლუბმა ამა წლის აგვისტოში იტალიურ კიბერსპორტულ ორგანიზაცია Reply Totem-თან დაიწყო თანამშრომლობა. ამ პარტნიორობას თავდაპირველად კონტენტის შექმნასა და ინფლუენსერთა მარკეტინგზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება, თუმცა ქალთა აუდიტორიაზე გათვლილი აქტივაციებსაც მნიშვნელოვანი ნაწილი ეკავა.
მიუხედავად იმისა, რომ Reply Totem ფართოდაა ცნობილი იტალიაში და გუნდებს ფლობს ისეთ თამაშებში, როგორიცაა EA FC, Clash Royale-ი, Brawl Stars-ი და Call of Duty Warzone-ი, მას VALORANT-ის გუნდი არ ჰყავს.
პარმამ განაცხადა, რომ ახლად შექმნილი გუნდი მონაწილეობას მიიღებს VALORANT-ის Game Changers-ის სეზონისშემდგომ ღონისძიებებში. გუნდი სამი იტალიელი მოთამაშისგან (დანიელა “Effy” ვრაბიე, მარტინა “Marti” მარინი და ბეატრიჩე “Lily” კაპუტი), ერთი სირიელი მოთამაშისგან (მაისამ “May” აშური) და ერთი შვედი მოთამაშისგან (არბენიტა “Flawless” კურტაი) შედგება. გუნდის მწვრთნელი იქნება დავიდე ბიკოკა, ყოფილი Counter-Strike-ისა და VALORANT-ის მოთამაშე.
პარმა ერთ-ერთი პირველი საფეხბურთო კლუბია, რომელიც კიბერსპორტს შეუერთდა. კლუბმა კიბერსპორტული განყოფილება ჯერ კიდევ 2018 წელს შექმნა და ძირითადად სპორტულ სიმულატორებში მონაწილეობდა. რეალურ საფეხბურთო მოედანზე პარმა იტალიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულო გუნდია, რომელსაც 90-იან წლებში ორი UEFA-ს თასი აქვს მოგებული. დღესდღეისობით გუნდი იტალიის უმაღლეს ლიგაში, Serie A-ში ასპარეზობს.