BLAST Premier: Fall Final 2024 Counter-Strike 2-ის ივენთმა 2023 წელთან შედარებით მაყურებელთა რაოდენობაში დიდი ზრდა აჩვენა, რის შედეგადაც მან 2024 წლის ყველაზე ნახვად CS2 ტურნირთა შორის მეოთხე ადგილი გახდა.
ყოველწლიური ტურნირი კოპენჰაგენში (დანია) გაიმართა და Esports Charts-ის მონაცემებით, მაყურებელთა რაოდენობამ პიკში 899 345 ადამიანი შეადგინა.
წლევანდელი მაყურებელთა პიკი თითქმის ორჯერ მეტია 2023 წლის BLAST Premier: Fall Final-თან შედარებით, რომლის მაყურებელთა პიკი 411 609 იყო. ამასთან ერთად, წლევანდელმა ტურნირმა მაყურებელთა საშუალო მაჩვენებელშიც დიდი ზრდა აჩვენა – 303 736, რაც შარშანდელ 169 721 მაყურებელზე ბევრად მეტია.
ივენთი წლის მეოთხე ყველაზე ნახვადი CS2 ტურნირი გახდა, PGL Major Copenhagen-ისა და ESL-ის ორი ღონისძიების, IEM Cologne-ის და IEM Katowice-ს შემდეგ.
BLAST Premier: Fall Final 2024 არის ამ ფორმატის ბოლო ივენთი: ორგანიზატორი ტურნირების ახალ ციკლს 2025 წელს წარადგენს.
ტურნირი მოიგო გერმანულმა კიბერსპორტულმა ორგანიზაცი G2 Esports-მა, რომელმაც გრანდ ფინალში 5 მატჩიანი სერია მოიგო უკრაინული Natus Vincere-ს (NAVI) წინააღმდეგ. ეს ფინალი იყო ყველაზე ნახვადი მატჩი ტურნირის განმავლობაში. ჩემპიონმა გუნდმა ასევე ყველაზე მეტი ნახვის საათი (6.8 მლნ) დააგროვა ტურნირის განმავლობაში. ამ მაჩვენენებლით NAVI მეორე ადგილზე გავიდა (5.8 მლნ).
ყველაზე მეტი მაყურებელი ინგლისურენოვან სტრიმებზე დაფიქსირდა, რომელთა პიკი 418,127 იყო, ხოლო რუსულმა (225,456), პორტუგალიურმა (68,880), უკრაინულმა (64,773) და პოლონურმა (57,797) სტრიმებმა ასევე მნიშვნელოვანი მაყურებლები მიიზიდეს.
მიუხედავად იმისა, რომ BLAST-მა გამოაცხადა, რომ 2024 წლის დარჩენილი სეზონი KICK-ზეც განთავსდებოდა, სტრიმინგ პლატფორმამ მხოლოდ 988 მაყურებელი დააფიქსირა პიკზე. მას აჯობეს BLAST-ის საკუთარმა პლატფორმა BLAST.tv-მ (3,333), YouTube-მა (324,457) და Twitch-მა (571,927).
საბოლოო ჯამში, BLAST Premier: Fall Final-ი გახდა წლის ყველაზე ნახვადი BLAST Premier-ის ტურნირი.